Latest Entries »

ინსტიტუტიდან  მოვდიოდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსი კონკასთან მდებარე გაჩერებაზე  გაჩერდა. ხალხი ბუზებივით ირეოდა,მაგრამ ამდენ ხალხში მაინც მარტო იდგა  ერთი, ღრმად მოხუცებული კაცი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. სანამ ხალხი ავიდა-ჩავიდა, მოხუცს კარგად დავაკვირდი (საერთოდ ვერ ვიტან ადამიანს რომ მიაშტერდებიან ხოლმე, მაგრამ ეს სულ სხვა “მიშტერება” იყო)…სათნო გარეგნობა ქონდა,მის სახეს კარგად ვხედავდი,ერთ ხელში დიდი, აშკარად მძიმე ჩანთა ეჭირა, მეორე ხელით კი ხელჯოხს დაყრდნობოდა,სუფთად ეცვა,თუმცა ძველმოდურად,როგორც მათი ხნისებს სჩვევიათ ხოლმე…ვუყურებდი და თან ვგრძნობდი ცრემლები როგორ მომადგა თვალზე, ცოტაც და ბღავილს დავიწყებდი 🙂  ….იდგა ასე მარტოდ, ელოდა ტრანსპორტს, შეიძლება საერთოდ, არც არავინ ყავდა,იყო ეული, ან ყავდა,მაგრამ ყურადგებას მოკლებული, (როცა მარტო ხარ, აღარც სიცოცხლე გინდა)  ჩემი გონების მიხვეულ-მოხვეულებში ამოტივტივდა ფიქრი: “ისიც ხომ ადამიანია, მასაც ჰქონდა ბავშვობა (შეიძლება ლაღი არა,მაგრამ მაინც ),  ბავშვური გატაცებები,ოცნებები,უხაროდა ბავშვურად…..  უყვარდა მეგობრები,მათთან ყოფნა,მოლხენა, თავს იწონებდა  გოგონებთან და პირიქით, ცხოვრობდა და იდგა მყარად, (შეიძლება არც კი),მაგრამ ემჩნეოდა რომ ახლა მყარად აღარ/ვეღარ იდგა, ჯოხს დაყრდნობოდა…ცხოვრებისეულმა ყოფამ თუ არა ახლა სიბერემ დალია…..გონებაში კიდევ მარავალმა აზრმა გამირბინა წამის მეასედებში…..რა არის ეს ცხოვრება, ჩვენც  იგივე გველის, ვფიქრობდი  კვლავ და უნებურად გონებაში  ეს ყველაფერი ლექსად ამოტივტივდა….სწრაფად  ამოვიღე ჩანთიდან ფურცელი, “პასტა” და ჩავიწერე:

“როდესაც შეხედავ მოხუცს,ფიქრობ რომ იგივე გელის,

ვერ გაექცევი ვერსად შემდგომ წლებს, ვერა…ვერსით;

მიაღწევ ისეთ ასაკს, ნაოჭები რომ გშვენის,

გაგახსენდება,ერთ დროს როგორ გიკრთოდა მკერდი ;

წლები თავისას შვება და ვერ პოულობ შვებას,

გული “ჩერდება”  თითქოს, თუმც  წლები თვისას ითხოვს,

გული ბავშვურად ძგერს,გინდა გაჩერდეს დღე,

თითქოს ვეღარ ძლებ მეტს;

სახეზე სიბერე ჩნდება, ნაოჭი-ნაოჭს ემატება,

სახეს თითქოს ეშხიც ეკარგება…

მაგრამ სულ სხვა “სილამაზე”  დგება…”

მიყვარს ხნიერ ხალხთან  ურთიერთობა, ბევრ საინტერესოს გაიგებ, ასეთს თუ  ისეთს,ცხოვრებისეულს….იხსენებენ  ხოლმე თავიანთ განვლილ ყოფას და რომ ეტყვი კი მაგრამ,წინ კიდევ  გაქვთ ცხოვრება, გეტყვიან: “ჩვენ უკვე მოვხუცდით, ჩვენ ჩვენი  გასაკეთებელი გავაკეთეთ, სანახავი  ვნახეთ,  ეს მოხუცები არავის ვჭირდებით (მე ასე არ მიმაჩნია), ახლა ახალგაზრდების დროა, თუმცა ჩვენც  ვიყავით ახალგაზრდები…. ნეტავ დაბრუნება შეიძლებოდეს…”

“გადახედავ შენს ცხოვრებას, წამოგივა ცრემლი ნაზად

და მოგივა თავში აზრად-დავიბადო ნეტავ “ახლად”….”

[ერთხელ ბებიამ (ძალიან მიყვარს ჩემი ბებია {მეორეც მიყვარდა და მიყვარს,თუმცა  პატარა ვიყავი როცა  გარდაიცვალა}, უმაგრესია, არა როგორც მხოლოდ ბებია, დედა,შვილი, და, მეგობარი, არამედ როგორც  საერთოდ- ადამიანი ) მითხრა, სამოცდაათის ვხვდები,გული კი ისევ ახალგაზრდული მაქვს…. არ ვიცი,  შეიძლება ხვალ აღარც ვიყო, თუმცა მინდა კიდევ მეტხანს  ვიცოცხლო ,მეტი გავაკეთო,  თქვენთან  ვიყო  და  დავტკბე თქვენი ყურებით…გული ამიჩუყდა ძალიან….]  (ჩემი ბებია არ გეგონოთ 🙂 მაინც რა ვიცი)

“გული ბავშურად ძგერს, წელს ემატება ….წელს

და ნაოჭიან სახეს პატივს სცემს ყველა…მეტს;

რამდენი რამე გავლიე და დამრჩა კიდევ რამდენი,

ეჰ, ნეტავ დრო გაჩერდეს და მოვასწრო კიდევ მეტი .

გარეგნულად რომ ვბერდებით, გული არა ბერდება,

ჩვენი სიბერე, ჩვენს სხეულს და არა გულს ეხება…”

მაგრამ სიბერე ბუნებრივია და გარდაუვალი, ნელი სვლაა იმ ქვეყნიერებასთან შესაკავშირებლად….

“ალბათ როგორც ოდესმე, თავის დროზე ხეც ხმება…

ჩვენი სიბერე ჩვენს სხეულს და არა სულს ეხება…”

ვიღაც  ახალგაზრდული სულით წავა თუ გულით, ნაადრევად თუ უბრალოდ სიბერით, დღეს თუ ხვალ… იმ ქვეყნად წასვლა არვის აგვცდება.

Advertisements

დილას სამსახურში, გაზეთს ვკითხულობდი… “People’s Time” მგონი “Georgian Times” ეკუთვნის….

სტატიის სათაური ასე ჟღერს: “ჩაჯმული სირობის კვირა”…..მოკლედ,მიმოხილულია კვირის ყველაზე სირული ფაქტები, თავიანთი ჩაჯმული გმირებით….კარგად ჟღერს არა? 🙂 {ყველაზე მრავალფეროვანი დღე}

სტატიიდან, რომელმაც უფრო მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება ამოვწერე და ახლა  იმათთვის ვისაც არ წაუკითხავს… : ჟურნალისტი, ლევან ღვინიანიძე წერს: –

“ჯერ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოგა ხაინდრავას, აწი მაინც აღარ შემიცვლიან  კორექტორები სიტყვა  ჩაჯმულს-შეშინებულით და სიტყვა გააჯვას-წავიდათი. რაც კარგი ქნა, კარგი ქნა, ვერ დაუკარგავ.

-შემდეგ , მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ზურაბ ნოღაიდელს, რომ ერთხელ და საბოლოოდ ჩარეცხა ოპოზიციის ნაგავი.  მერე რა, რომ თავადაც ჩაყვა, დრო მოვა და ხალხი დაუფასებს.

-მინდა ვუთხრა მადლობა “უცნობს” იმ ცინიზმისთვის, რომელითაც ის “მილიციელებისათვის” გიორგობის მილოცვას ლამობდა. მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით მდგომი ადამიანები, ხშირად თავს ესხმიან ხოლმე რელიგიურ თემაზე მოღადავე  ტიპებს, გია არ შედრკა და მედგრად დადგა, გამოხატვის  თავისუფლების სადარაჯოზე; ” გამომიშვით ბიჭებო, გიორგობა მინდა მოგილოცოთო….”

-მინდა მადლობა ვუთხრა ერეკლე დეისაძეს, სახალხო მარლთმადიდებლური მოძრაობისათვის და სახალხო მარლთმადიდებლურ მოძრაობას-ერეკლე დეისაძისთვის.

-მინდა ყველა გიორგის მივულოცო პოლიციის დღე და ყველა პოლიციელს-გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული.

-აუცილებლად მადლობა უნდა ვუთხრა ძველ თბილისში გამართული კონცერტის ხეებიდან მოცქერალ წელს ზემოთ გასიშვლებულ ბიჭებს. ხეებს ტოტები იმისთვის აქვს, რომ დაამტვრიო, აბა ტყუილუბრალოდ ხომ არ შექმნა  ღმერთმა-თქვენ შემოგევლეთ,ბიჭებო!

და ა.შ. თითო მადლობა ლამის ყველას ეკუთვნის.”

“მივცურავდი შუა ზღვაში,
მივყვებოდი მზის სხვივებს,
შორს მრჩებოდა ნაპირი,
მივაპობდი ტალღებს…. ბევრს;
თითქოს, ვიღაც, შორს სიღრმიდან,
ისე გულით მიხმობდა….
მივყვებოდი მზის სხივებს და თვალთ მიბნელდებოდა…..
მაგრამ ვგრძნობდი მის ხმას ახლოს,
ყურში ჩამჩურჩულებდა….
და მეც მასთან ახლოს…ახლოს, სიახლოვე მინდოდა…

[მივყვებოდი სხივებს და მზეც თითქოს, ჩემი გულისთვის, ჩასვლას არ ჩქარობდა..მაგრამ ხმა გაქრა, აღარ მესმოდა, შემეპარა ტანში ჟრჟოლვა, შუა ზღვაში სისხლი მეყინებოდა, იწყო ნელ-ნელა ცამ დაბნელება,მზეც ჩაესვენა,აჩქარდა ზღვის დინებაც… ]

“და მე ალბათ ფერმიხდილს,მიმატოვა თავს იმედმაც.
არც მზე,არც ხმა,არც დღე, არც სხვა…
არაფერი ჩემს ირგვლივ;
შუა ზღვაში…შორს, სიღრმეში,
გული რომ მიკვდებოდა,
უკვე ძლიერ გაყინული…
მივხვდი… მესიზმრებოდა”

{ესეც ჩემი სიზმარი 🙂  ლექსად ვაქციე}

L E V I S

ყველაფერი ასე დაიწყო. 1847 წელს 18 წლის ლოებსტრაუსმა (1829-1902), ბავარიელი ებრაელი ვაჭრის შვილმა,გერმანია დატოვა,რათა თავის ძმებს შეერთებოდა,რომელთაც New York-ში ნაჭრების მაღაზია ჰქონდათ გახსნილი. ერთი წლის განმავლობაში მან კარგად შეისწავლა ეს საქმე, გადაიკეთა სახელი, გახდა ლივაი (Levi) და კენტუკის შტატში გახსნა მაღაზია. 20 წლის განმავლობაში მან გააფართოვა საკუთარი ბიზნესი და თითქმის ემერიკის მთელ დასავლეთში ვაჭრობდა. მალე სტრაუსმა რესპექტაბელური ბიზნესმენისა და ქველმოქმედის სახელი მოიხვეჭა. 1848 წელს კალიფორნიაში აღმოაჩინეს ოქრო და მაშინ დაიწყო ე.წ. “ოქროს ციებ-ცხელება”, რომელიც რამდენიმე ათეული წელიწადს გაგრძელდა. თავისი ბიზნესის ადგილმდებაროება ლივაიმ ზუსტად გათვალა,რადგან ათასობით ოქროს მაძიებელს სჭირდებოდა გამძლე ნაჭრები კარვებისათვის,ტანსაცმლისა და სხვა საჭიროებისათვის.
ლივაის ერთ-ერთი მუშტარი იყო მღებავი ჯეიჯობ დეივისი, ლატვიელი ემიგრანტი,რომელიც ნევადაში ცხოვრობდა და რეგულარულად ყიდულობდა ნაჭრებს Levi’s კომპანიაში.

ჯეიკობის ერთ-ერთი კლიენტი დღენიადაგ წუწუნებდა,რომ შარვლის ჯიბეები ეხეოდა,მან ისე მოაბეზრა თავი მკერავს,რომ დეივისმა გადაწყვიტა, ჯიბეები რკინის მოქლონებით დაემაგრებინა. სრულიად მოულოდნელად ასეთი შარვალი ყველას მოეწონა,განსაკუთრებით კი მაღაროელებს. (ეს ხდება 1872 წელს). მოქლონებიანი შარვალი ისეთი პოპულარული გახდა,რომ ჯეიკობსმა გადაწყვიტა დაეპატენტებინა ეს იდეა,მაგრამ საბუთების გასაფორმებლად 68 დოლარი არ აღმოაჩნდა,ამიტომ სასწარაფოდ წერილი გაუგზავნა ლივაი სტრაუსს. ეს უკანასკნელი შორსმჭვრეტელი ბიზნესმენი მაშინვე მიხვდა,რომ წააწყდა “ოქროს საბადოს” და დათანხმდა.
1873 წლის 20 მაისს მათ მიიღეს პატენტი # 139 121 და ეს დღე ითვლება ჯინსის დაბადების დღედ. ამ თარიღიდან იწყება მისი ტრიუმფალური სვლა მთელს მსოფლიოში. სტრაუსი ვეღარ აუდიოდა შეკვეთებს,ამიტომ მისწერა თავის ძმებს,რათა გამოეგზავნათ უფრო მეტი ნაჭრები. მათაც არ დააყოვნეს და გამოუგზავნეს ფრანგული ბამბის ქსოვილის ნაჭრები,რომელსაც ერქვა Serge de Nimes, იმ ქალაქის სახელწოდების მიხედვით,სადაც ის მზადდებოდა. კალიფორნიაში კი მაშინვე შეამოკლეს სახელწოდება და გახდა Denim და ასე “მონათლეს” ეს შარვლები, თუმცა სტრაუსი თავის პროდუქტს უბრალოდ “Waist Overalls” უწოდებდა. ახალი შარვლისათვის იგი იყენებდა სხვა ქსოვილებსაც, რომელსაც ერქვა “Genes”, ეს სიტყვა წარმოქმნილია ქალაქ გენუას სახელიდან, მაგრამ ამერიკაში ის გადაიქცა “Jeans”, თუმცა ამ სახელით Levi’s პროდუქცია მოგვიანებით გახდა ცნობილი.
1880 წლიდან სტრაუსი ჯინსისთვის ნაჭრებს უკვე ამერიკაში, “ნიუ ჰემფშირ”-ში ყიდულობდა.თავიდან ‘Levi’s’ ყავისფერი ნაჭრისაგან იკერებოდა,მაგრამ სტრაუსი მიხვდა,რომ ლურჯი ფერის შარვალი უფრო კარგად გაიყიდებოდა. იდეამ გაამართლა. პირველ ჯინსს,მხოლოდ ერთი უკანა ჯიბე (წყვილი ჯიბე 1900 წლისათვის მიაკერეს), საათის ჯიბე და საბეჭურის ღილები ჰქონდა. 1886 წლიდან შარვალს გარედან მიაკერეს ტყავის იარლიყი,რომელზეც გამოსახული იყო_2 ცხენი საპირისპიროს მიმავალი,ჯინსის გახევას ლამობდა.
დაახლოებით 1890 წლისათვის კი ლივაის ჯინს ოფიციალური ნომერი 501 მიაკუთვნეს. უკანა მარჯვენა ჯიბეზე პატარა წითელი იარლიყი წარწერით “Levi’s” იმის მანიშნებელი იყო,რომ ტრადიციული 501 ჯინსი ღილებითაა, თუ იარლიყი სტაფილოსფერია,მაშინ შარვლას შესაკრავი “ელვა” აქვს.
იმ წლებში ჯინსი ერთი დოლარი და 46 ცენტი ღირდა.
ამ ცოტა ხნის წინ კი აშშ-ს ერთ-ერთ მაღაროში იპოვეს 1880-იან წლებში გამოშვებული ჯინსი,რომელიც აუქციონზე 30 ათას დოლარად გაიყიდა.

უკვე ყველასათვის კარგადაა ცნობილი მუსიკალური პროექტი “ჯეოსტარი” _ეს ბრიტანული შოუს-ს, ლიცენზირებული ანალოგი თუ არა “ვარიანტი” მაინც არის.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას ვინც დაჯილდოებულია და დანამდვილებით იცის რომ აქვს მუსიკალური ნიჭი, არის მომავალი თუ არა დამწყები მომღერალი, მუსიკოსი ან ორივე ერთად (კარგი იქნება თუ ცეკვის და მოდზრაობის უნარიც ექნება);
ამა წლის შესარჩევ კასტინგზე მონაწილეობას იღებდა, როგორც ზემოთ ხსენებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, ასევე ისეთებიც, რომელთაც აქამდე სჯეროდათ რომ შეეძლოთ “მღერა” და კარგი “ბგერაც”, თუმცა ჟიურის უარის შემდეგ, რიად გაკვირვებულნი, აღფრთოვანებულნი ხვდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას და თან კარგი ფრაზებით ამკობდნენ მათ.

მოკლედ, საკმაოდ ბევრმა მიიღო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საყვედურები, ოვაციები, მტკიცე “არა”-ები, თბილი სიტყვები ე.წ. “Judges”-გან (და პირიქითაც) თუმცა ამ ზღვა ხალხიდან, სამი ტურის განმავლობაში, მხოლოდ 14 აირჩია ჟიურიმ წესისამებრ. სამაგიეროდ,ის ვინც სმენის გამო ვერ მოხვდა პროექტში, მოხვდა კურიოზულ ვიდეოებში, ესეც ხომ საქმეა, თითქმის მთელმა საქართველომ ნახა 🙂
არჩეული 14 კონკურსანტი მალევე ჩაება “გეოსტარის ფერხულში” : რეპეტიციები, გადაღებები,ვოკალის გაკვეთილები…უკვე დაღლილი სახეები, ფანების ორომტრიალი და მათთან “პოტოსესიები” 🙂 ….

მინდა გითხრათ,რომ მე მხოლოდ ერთი საკონკურსო ორშაბათი მაქვს გამოტოვებული დარბაზში დასწრების მხრივ, საპატიო მიზეზით_ორშაბათი_2 ნოემბერი, (ამ დღეს დავიბადე ). ასე რომ შემიზლიალია გადმოგცეთ ჩემი თვალით ნანახი ვინც ვერ ან არ ესწრებოდა კონკურსს. 3 “აუთსაიდერ”-დან, მხოლოდ 2 გამოეთიშა პროექტს, და დარჩა 12 მონაწილე. ეს ტური არ ექვემდებარებოდა ჟიურის შეფასებას, მხოლოდ კონკურსანტების წარმოჩენა იყო მაყურებელთა წინაშე.
ამის შემდგომ, ყოველ ორშაბათს, ერტი მონაწილე ტოვებდა პროექტს, მაყურებელთა სმს-ის “წყალობით” (მხოლოდ ჯეოსელის აბონენტები).

ყოველი საკონკურსო დღე სავსე იყო თითოეული მონაწილის ქომაგებით, ასე რომ ოვაციები, შედძახილები და ტაში არ წყდებოდა, როგორც სიმღერის დასაწყისში, მომენტში და ბოლოს.

ასე მიჰყვა ორშაბათი ორშაბათს, მანამ სანამ 21 დეკემბრისთვის სცენაზე 3 ჯეოსტარელი არ დარჩა.
21 დეკემბერი : შეხვედრის ადგილი_ “ფილარმონია”… პროექტი _”ჯეოსტარი”-ი, დუეტების ტური,3 მონაწილე: დათუნა მგელადზე,ვაჟა მანია, ნოდიკო ტატიშვილი. “კაცთათეკა” . ერთი მონაწილე, შემდეგ მეორე, მესამე…..შედეგები ეკრანზე…დათუნას გულშემეტკივრთა სამწუხაროდ, სწორედ მან დატოვა კონკურსი. შესაბამისად 31 დეკემბერს, ფინალში შეხვდებიან ვაჟა და ნოდიკო. წინ კვირაზე მეტია, და კვლავ რეპეტიციები, ჩაწერები, ინტერვიუები, ვოკალის გაკვეთილები და ერთი სიტყვით დიდი შრომა.

და აი “ნანატრი კულმინაციის დღე”_31 დეკემბერი..”დღეს დიდი დღეა დიდი” თან ახალი წელი, ორმაგად სასიხარულო და აღსანიშნი მათთვის, ვისი ფავორიტიც გაიმარჯვებს.

შეივსო ხალხით “მუზასთან” არსებული ტერიტორია, “შეიარაგებული” ქომაგები სპეციალური მაისურებით, “პოსტერ”-ით და “ჩვენ გვიყვარს ვაჟა და ნოდიკო”-ს შედახილებით მივიწევთ დარბაზისკენ და ვიკავებთ კუთვნილ ადგილებს…. ცოტა ხანში დუტაც გამოჩნდა სცენაზე, შეგვახსენა ბენდის და ჯიურის შემადგენლობა და “ფინალი_ჟეოსტარი 2009 დაიწყო”… გულშემატკივრებს გააქტიურებისკენ მოგვიწოდა, (თუმცა არც გვაკლდა) და სიტყვით ანანოსთან გადავიდა, რომელიც “თიბისი ბანკის” ოთახში ვაჟასთან და ნოდიკოსთან ერთად იმყოფებოდა.

პირველი კონკურსანტი ნოდიკო, შესაბამისად მას ვაჟა მოჰყვა, შემდგომ ისევ ნოდიკო და კვლავ ვაჟა, ბოლოს კი დუეტი, მერწმუნეთ დარბაზი დაინგრა, რომც დავწერო ის რეაქცია რაც იქ მყოფ ხალხს ჰქონდა მაინც “ვერ დაინახავთ ” http://www.youtube.com/watch?v=tHe7E6AYNQ8

მე როგორც ვაჟას გულშემატკივარი (ვაჟა ჩემი ყოფილი კლასელი და მეგობარია, ასე რომც არ ყოფილიყო მაინც ვაჟასკენ ვიქნებოდი, რადგან მიყვარს ინდივიდუალური და განსხვავებული სტილის მუსიკოს-შემსრულებლები ) მის ფანებთან ერთად ვიჯექი, არ დამიკლია არც სტვენა და არც ყვირილი….ისე კარგი მოსასმენი იყო 2 განსხვავებული მუსიკალური სტილის მქონე მონაწილის დუეტში ხილვა, ეს იყო ნაზავი “ჯაზზ-პოპ”-ისა.
შედეგების გამოცხადების დროც დადგა, სცენაზე დანარჩენი 12 მონაწილეც იდგა.


ამ დაძაბულ მომენში ჩემი გული ამოვარდნას იყო (არა მარტო ჩემი ) აი, დუტაც ამბობს 264 954 ხმა; და ვის აქვს მეტი პროცენტი? ვინ იზეიმებს დგეს?_ყველას ეს კითხვა ებადება თავში. და შედეგები ეკრანზე…ჯეოსტარი 2009 გახდა ნოდიკო ტატიშვილი….ჩვენდა სამწუხაროდ. უცებ ვიგრძენი რომ სისხლი ამიდუღდა, იმის მიუხედავად რომ გულით ვგრძნობდით ვაჟას მეორე ადგილზე გასვლას, თუმცა იმ გულების სიღრმეში გვსურდა აფხაზეთის გამარჯვება….მაგრამ როგორც ამბობენ, მოგება და წაგება ძმები არიანო (ასეა ნეტავ მართლა? ) მეორე ადგილზე გასვლას ჩემი ცრემლებიც მოჰყვა, თუმცა მერე რომ დავფიქრდი არ ღირდა ამად,მითუმეტეს ნოდიკოს ფანების გულის გასახარად. მშვენიერი პრიზები თუ არა კარგები მაინც გაიცა….ვაჟა ყველაზე ძალიან იმით იყო გახარებული რომ ელ ჯეროს-ს კონცერტს დაესწრება და შემდგომ პირადად გაიცნობს (იქნებ რა თვალზე შეხედოს მისი სტილის მუსიკოს შემსრულებელს და მის ფან- ვაჟას ) ისე მე თუ მკითხავთ ვაჟას ურფო აქვს პერსპექტივა მსოფლიო დონის მომგერალი გახდეს თავისი მუსიკალური სტილით და ინდივიდუალურობით, ვიდრე ზოგადად “პაპსა” მომღერლებს რომლებიც თბილის ვერა და ვერ გაცდნენ.

გულშემატკივრები გამოსასვლელში ველოდით ჩვენს “ვარსკვალვებს”, იყო ერთი ამბავი, დიდი ხანი კი მოგვიწია ლოდინი, გავიყინეთ, თუმცა მაინც კარგ ხასიათზე ვიყავით ყველაფრის მიუხედავად….”როგორც იქნა გამოჩნდა ნოდიკო (მე რა მიხარია? რა და მალე ვაჟაც გამოვა) ….და აი ვაჟაც გამოჩნდა “ჰორიზონტზე”,გადავეხვიეთ,

ყველამ წამებში გავუზიარეთ აზრები….ის რომ ჩვენთვის პირველი იყო, არის და იქნება ეს მრავალჯერ მოსმენილი ჰქონდა.

მოკლედ, დიდი მომავლის იმედებით, განსხვავებული შეგრდზნებებით და ყვირილით: “მოწყენილი სახეები, დღეს არ იქნება”-თი გავემართეთ ხალი წლის შესახვედრად.

ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ ჯეოსტარის ვიდეოები : http://rustavi2.com/geostar2009/

P.S. ”ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყოველ ორშაბათს ჯეოსტარზე მივდივარ,მაგრამ უკვე….. ” Finita La Geo Star” 🙂

არა_ქართული_ ანდაზები

ლათინური:

  • Errare  humanum est, ignoscere_ შეცდომა ადამიანურია, პატიება კი ღვთაებრივი;
  • De mortuis aut, bene aut nihilმიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს;
  • Quot homines, tot sententiae_ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია;
  • Si vis pacem, para bellum_ თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისაUთვის;
  • Ubi bene, ibi patria_სამშობლო იქაა, სადაც თავს კარგად გრძნობ;
  • Verba docent, exempla trahunt_სიტყვები ასწავლიან, მაგალითები წარმართავენ;

ინგლისური:

  • ბანკირი, ეს ის ადამიანია, ვინც გათხოვებს ქოლგას მაშინ, როცა მზე ანათებს და უკან გამოგართმევს, როგორც კი წვიმა დაიწყება;
  • გაუბედავი ვერ მოიგებს ლამაზი  ქალის  გულს;
  • დიდი ხე ტყის მჩეხავის ცულის ყურადღებას იქცევს;
  • ვისაც უყვარს, მას სჯერა;
  • თუ მე გიყვარვარ, ჩემი ძაღლიც შეიყვარე;
  • მამალი მაგარია თავის საქათმესში;
  • სანთელი არაფერს კარგავს სხვა სანთლების ანთებით;
  • სიყვარულსა და ომში, არ არსებობს წესები;
  • ყველა კატას უყვარს თევზი, მაგრამ ვერცერთი ვერ იტანს თითების დასველებას;
  • ჯაჭვი არასდროსაა თავის ყველაზე უფრო სუსტ რგოლზე ძლიერი;

ესპანური:

  • No hay mal que por bien no venga_ცუდი არ არის, კარგი რომ არ მოყვეს;

გერმანული:

  • განსაცდელი, რომელიც ბოლოს არ მოგვიღებს და არ მოგვკლავს, გამოგვაწრთობს მხოლოდ;
  • დუმილის ნუ გრცხვენია, როცა სათქმელი არაფერი გაქვს;
  • სიმდიდრის შეზიზღება  უდიდესი  სიმდიდრეა;
  • უფრო ადვილია ფეხზე წამოაყენო მთვრალი  კაცი, ვიდრე ვალებში ჩაფლული;
  • ქალს თუ სძულხარ, ესე იგი მას უყვარდი, უყვარხარ ან შეგიყვარებს;
  • ძველ სიყვარულს ჟანგი არ ეკიდება;

რუსული:

  • знойная женщина мечта поета_ცეცხლოვანი ქალი, პოეტის ოცნებაა;
  • мы чужие на этом празднике жизни_ჩვენ უცხონი ვართ, ამ ცხოვრების დღესასწაულზე;
  • автомобиль- не роскошь, а средство передвижение_ავტომობილი ფუფუნება კი არა, გადაადგილების საშუალებაა;

ვინსენტ ვან გოგი

ვინსენტ ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად შრომობდა, მანამ სანამ ფსიქიკურად დაავადდა. საბოლოოდ ფსიქიკურმა აშლილობამ იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ცხოვრებაშივე ვან გოგმა ერთი ნამუშევარი გაყიდა. ეს იყო “წითელი ვენახი არლში”, რომელიც სიკვდილამდე  ცოტა ხნით ადრე გაყიდა,სულ რაღახ 400 ფრანკად; მან მთელი ცხოვრება საშინელ სიღარობეში გაატარა, მის საარსებო პირობებს მისი უმცროსი ძმა თეო უზრუნველყოფდა, მაგრამ მიუხედავად სიღარობისა იგი ბედნიერი იყო იმით რომ მთელ თავის ძალებს მხატვრობაში აქსოვდა.

“წითელი ვენახები არლში”

van-gogh-red-vineyard ვან გოგის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს იმპრესიონისტებმა. განსაკუთრებით კი ხელოვნების ამ მიმართულების ისეთმა წარმომადგენლებმა, როგორებიც იყვნენ ედუარდ მანე, ოგუსტ რენუარი და კამილ პისარო. მათი მიზანი იყო სალონური აკადემიზმის დაძლევა და ხელოვნებაში ყოველდღიურობის სილამაზის და ცოცხალი სინამდვილის დამკვიდრება. ღია ცის ქვეშ იმპრესიონისტებს საშუალება მისცა აესახათ ბუნება მთელი მისი რეალური სიცხოველით. სუფთა ფორმების ერთმანეთთან შერწყმით და ნათელი ფერადოვანი გამით მათ მიაღწიეს იმას,რომ მათი ნახატები ბევრად მოქნილი და ცოცხალი იყო.

ვან გოგის და მისი თანამედროვე მხატვრების_პოლ გოგენის, პოლ სეზანის, ჟორჟ სერას და ედგარ დეგას შემოქმედებას მოგვიანებით პოსტიმარესიონიზმი ეწოდა.

“ახალგაზრდობის წლები”

ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 23 მარტს ჰოლანდიის პატარა ქალაქ გროტზიუნდერში. მისი მამა იყო პროტესტანტი მღვდელი, ხოლო დედა_მხატვრების ოჯახის წარმომადგენელი.

16 წლის ასაკში მან დედის დახმარებით მუშაობა დაიწყო, სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად, ჰააგში. 1874 წელს იგი მიავლინეს ლონდონში,სადაც მას  შეუყვარდა სახლის მეპატრონის ქალიშვილი, სიყვარულმა გული აუცრუა სამსახურზე, რის გამოც დაითხოვეს და დააბრუნეს სახლში. 1876 წელს იგი ბრუნდება ინგლისში და ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში გადასახადების ამკრეფად  იწყებს მუშაობას, მაგრამ ხალხის სიღარიბის გამო მან უარი თქვა სამსახურზე.

იგი ბრუნდება სახლში და მამის მსგავსად მღვდელობას აპირებს, თუმცა მას უჭირს სწავლა. საბოლოოდ ის ქრისტიანობის მსახური ხდება და ღარიბებთან მუშაობს. 1878 წელს ბელგიის ქალაქ ბორინაჟში მიდის, სადაც ვან გოგი მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას გაიცნობს. იგი მთლიანად ჩაეფლობა თავის საქმეში, დაარიგებს მთელ თავის ქონებას და საცხოვრებლად პატარა დანგრეულ ქოხში გადავა. მადლობის სანაცვლოდ, 1880 წელს ვინსენტი სამსახურიდან დაითხოვეს.

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”

ვან გოგს დიდად არ უდარდია თავისი განთავისუფლების გამო. ამჯერად, მან მხატვრობის შესწავლა გადაწყვიტა და   ჰააგის და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიაში ისმენდა ლექციებს. 1885 წელს ის მიემგზავრება პარიზში და თავის ძმა თეოსთან ერთად მონმარტზე ბინავდება.

თავდაპირველად იპრესიონიზმა არ ჰპოვა ფართო გავრცელება პარიზში და ამ მიმდინარეობის ბევრი წარმომადგენელი იძილებული იყო დაეტოვებინა ქალაქი. თუმცა რჩებიან ისეთი შემოქმედები, როგორების იყვნენ სეზანი, ტულუზ ლოტრეკი და სერა. ვან გოგი დაუახლოვდა ასევე პოლ გოგენს.

“სიმთვრალის შეცდომა”

ვან გოგი ვერ მოერგო პარიზულ ცხოვრებას და დიდ დროს უთმობდა სმას. მან შეისწავლა იაპონური გრავიურა და პარიზიდან წასვლა გადაწყვიტა. 1888 წელს იგი გაემგზავრა პარიზის სამხრეთ პროვინციაში, არლში, მარსელის ახლოს მდებარე. მან ბევრი მეგობარი შეიძინა, ერთ-ერთი იყოს ფოსტის თანამშრომელი როულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას “ყვითელ სახლში”, ეს იყო ადგილი , სადაც იგი წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდა, ვან გოგი 16 საათი მუშაობდა, შედევრების უმრავლესობაც აქ შეიქმნა.

იგი ოცნებობდა ჩამოეყალიბებინა მხატვართა საზოგადოება და თვით გოგენიც დაიყოლია; 1888 წლის ოქტომბერში გოგენმა ჩამოაკითხა ვინსენტს, მაგრამ მათ შორის გაუგებრობა მოხდა და კამათის სემდეგ ისინი დაშორდნენ.

“შეშლილი”

მათი უთანხმოება ქრისტესშობის დღესასწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართებლით თავს დაესხა. გოგენმა თავს გაქცევით უშველა, ხოლო ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი  ვინსენტი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა. ამის სემდეგ მან სენ-რემის შეშლილთა თავშესაფარს მიაკითხა სამკურნალოდ. ამ პერიოდში 200 ნამუშევარი შექმნა, ხალხმა იგი შეშლილად აღიარა,მან ვეღარ გაუძლო და 1890 წელს გადასახლდა პარიზის ჩრ. დასავლეთით, მხატვართა ქალაქ ოვერ-სურუაზში, აქ ვან გოგმა პატარა კაფეს თავზე იქირავა ოთახები და დღედაღამ მუშაობდა.

“ფატალური გასროლა”

ასეთ  აქტიურ რეჟიმს მისმა ფსიქიკამ ვეღარ გაუძლო. 1890 წლის 27 ივლისს, კვირა დღეს, იგი ქალაქგარეთ გაემგზავრა და იარაღით მკერდში დაიჭრა თავი. დაჭრილმა მოახერხა სახლში დავრუნება, სადაც მთელი ღამე ჩიბუხის მოწევაში გაატარა. სამშაბათ დღეს, იგი გარდაიცვალა. იმ დროისთვის იგი 37 წლის უცნობი მხატვარი იყო. დღეისათვის კი XIX სკ-ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მხატვრად არის აღიარებული.

“შედევრები:”

“კარტოფილჭამიები”_1885 წელი _ვან გოგის მუზეუმი, ამსტერდამი

“მზესუმზირები”_1888 წელი_ნაციონალური გალერეა, ლონდონი

“ვარსკვლავებიანი ღამე”_1888 წელი_ორსეს მუზეუმი, პარიზი

“კვიპროსები ხორბლის მინდორში”_1889 წელი_ნაციონალური გალერეა, ლონდონი

“ავტოპორტრეტი”_1890 წელი_  Jeu de Paume, პარიზი

“კარტოფილჭამიები”

vangogh

“მზესუმზირები”

SueBond-19VanGoghSunflowers “ვარსკვალავებიანი ღამე”

van gogh - starry night over the rhone

van15 “კვიპროსები ხორბლის მინდორში”

“ავტოპორტრეტი”

self_portrait

თუ გამოიცნობთ…

1) ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში არსებობდა მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენლები ადამიანებს მოუწოდებდნენ, უარი ეთქვათ ამქვეყნიურ სიკეთეზე. მათ მიაჩნდათ, რომ აუცილებელია ასკეტიზმი და ცხოვრებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება. ეს ცნება დღესაც არსებობს, მაგრამ ჩვენ სხვა, ნეგატიურ აზრს ვდებთ. 

 [რა ერქვა ასეთ ხალხს?]

2) სამხრეთ ლიბანში არის საპორტო ქალაქი სიდონი, რომელიც უძველესი დროიდან იყო ცნობილი ორი ხელობით: გადმოცემის თანახმად, იქ პირველად დაეუფლნენ მინის წარმოებას, მეორე კი დარჩა 50 მეტრის სიმაღლისა და 100 მეტრის სიგანის ბორცვი, რომელიც მთლიანად დამსხვრეული ნიჟარებისაგან შედგება. ის, რასაც უძველესი ხელოსნები აკეთებდნენ,ოქროზე იცვლებოდა, შეფარდებით_1:20 ზე

[რას აკეთებდნენ ისინი?]

1) ბორბლიანი გემი გამოიგონა_რობერტ ფულტონმა_ 1807 წელს;    2) ორთქმავალი_ ჯორჯ სტეფენსონი_1814 წელს;     3)  თვითმფრინავი_ძმები რაიტები_1900 წელს;  4) კინო_ძმები  ლუმიერები_1895 წელს_”მუნჯი გოლიათი”;   5) ტრაქტორი_ამერიკაში_1901 წელს_გამოიყენეს პირველად_1907  წელს;    6)  მიკროსკოპი_ლევენჰუკმა_  XVII ს.

1.  (ლათ. complexus-კავშირი ,შეხამება), ერთ მთლიანობად წარმოდგენილ საგანთა, მოვლენათა ან თვისებათა ერთობლიობა,შეხამება.

2.  კ ო მ პ ლ ე ქ ს ი (მათ.) _ კომბინატორული ტოპოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ცნება. ტოპოლოგიისათვის არსებითია  გეომეტრიული ფიგურების წარმოდგენა, უფრო ელემენტარულ ფიგურებად დაშლის საშუალებით. ყველაზე მარტივია გეომეტრიული ფიგურების შედგენა               ს ი მ პ ლ ე ქ ს ე ბ ი ს გ ა ნ,  ე.ი. სამგანზომილებიანი სივრცის შემთხვევაში – წერტილებისაგან, მონაკვეთებისაგან, სამკუთხედებისა და ტეტრაედებისაგან.

3. კ ო მ პ ლ ე ქ ს ი – ფსიქოლოგიაში, ზოგადად ცალკეული ფსიქიკური პროცესების განსაზღვრული გაერთიანება ერთ მთელში. კომპლექსში იგულისხმება ერთიან  აფექტთან დაკავშირებული სხვადასხვაგვარი ფსიქიკის ელემენტა ჯგუფი. ამ გაგებით კომპლექსი იქცა ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებად სიღრმის ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებაში. ზ. ფროიდის (ავსტრია) ფსიქოანალიზის თანახმად, იგი ყალიბდება არაცნობიერის სფეროში განდევნილ მისწრაფებათა ირგვლივ, იწვევს სხვადასხვა გადახრას ადამიანის მოქმედებაში, იგი ვლინდება მცდარი მოქმედების, ნევროზის, აკვიატებული წარმოდგენების სახით.