Category: სხვადასხვაგვარობა


არ ვიცი როგორი შესავალი გავაკეთო…უბრალოდ გეტყვით რომ მძაფრი სიზმრების ნახვით გამოვირჩევი….ყოველთვის უცნაურ სიზმრებს ვხედავ, ზოგიერთი კარგად მამახსოვრდება, (ერთი და იგივე სიზმარი ბევრჯერ მინახავს), ზოგიერთი კი ისე გაფრინდება გონებიდან, ვითომ არც არაფერი ყოფილა…არადა რაღაც მომენტებს იხსენებ,სულ მის უცანაურობაზე ფიქრობ, ცდილობ აუხსნა შენს თავს თუ რას ნიშნავდა, ან თუ ახდება…ან უბრალოდ რატომ ხედავ ასე ხშირად მსგავი შინაარსის სიზმრებს,რატომ გეღვიძება გაოფლილს,რატომ ხდება როცა წამოხტები უცებ და იტყვი: “რა იყო ეს, რა მოხდა? გარკვევას ცდილობ, მერე კი დაძინებაც გიჭირს….ბევრჯერ მომსვლია ასე,ეს ალბათ ადამიანზეა დამოკიდებული, მის გრძნობებზე, მის სულიერ სამყაროზე….ამბობენ ვისაც ცხოვრება მოწერიგებული აქვს, ის კარგ სიზმრებს ხედავსო…..მაგრამ მეეჭვება დღევანდელ დროში ვინმეს მოწესრიგებული ცხოვრება ჰქონდეს…თუმცა ეს სხვა თემაა;

ამ პოსტის დაწერის მიზეზი კვლავ ჩემი ამოუხსნელი სიზმარია,ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო…უბრალოდ ვერაფრით გავარკვიე, თუ რას უნდა ნიშნავდეს, შეიძლება არც არაფერს, მაგრამ….

მიჭირს დაწყება, 🙂 კარგით, რაც არის არის……

წარმოიდგინეთ ადგილი შემოდგომის ფერებში, დიდი ჩანჩქერი    

…. ინდიელთა ტომი, თავიანთი ნავებით (რა საოცრებაა) , იქვე  თეთრკანიანები:  2  ქალი(ერთი მე), 4 მამაკაცი და 5 ქერათმიანი  პატარა ბავშვი, რომელთაც თეთრი ფუშფუშა კაბები  აცვიათ (ისე ვწერ, როგორც მართლა ვნახე) ….

მე ბავშვებს ვეთამაშები..ყველა რაღაცით ირთობს თავს..2 კაცი  ინდიელებს ელაპარაკება (რა ენაზე არ ვიცი)…ინდიელთა ბავშვები წყალში ჭყუმპალაობენ, ჟრიამულია,ცოტა ხანში მე და პატარებიც ვბაძავთ მათ….შემდეგ შორს მივყვებით მდინარის ნაპირს….თან ვტკბებით ბუნების სილამაზით….ჩანჩქერის გამაყრუებელ ხმაურს ჩვენი ხმაურიც უერთდება…..

(მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან უცანაურად მეჩვენება) …..გარკვეული დროის შემდეგ,  ვტოვებ  მდინარის ნაპირში მოთამაშე ბავშვებს  და უფროსებისკენ ვინაცვლებ….თუმცა, გზაში რაღაც გაუგებარი გრძნობა მეუფლება და გავრბივარ უკან  პატარებისკენ…..ისინი წელამდე არიან შესულნი წყალში, იცინიან და ვიღაცას უყვირიან : “ნუ იმალები, ამოდი, სად წახვედი? ” მე გაკვირვებული სახით შევცქერი და ვერ გამიგია,თუ რა ხდება….ბავშვებს სახის გამომეტყველება ეცვალებათ ცოტა ხანში, ტირილს იწყებენ….მე წყალში ვხტები უცბად,რადგან გვიან  ვამჩნევ რომ ყველაზე პატარა აღარ არის მათთან….ღრმად ჩავდივარ წყალში, თითქმის ფსკერამდე,ვეძებ თვალებით მის  სხეულს, ისევ ამოვდივარ, და ვყვირი  სახელს…დიდხანს ვეძებ,თუმცა უშედეგოდ….ბავშვები შეშინებულნი დგანან ნაპირთან, ტირიან,არ იციან რა გააკეთონ….მე  გავრბივარ ხალხისკენ,  ვყვირი ხმამაღლა, დახმარებას ვითხოვ….ჩანჩქერთან მისულს კი სულ სხვა სურათი მხვდება, ისეთი რომ ვჩუმდები და გაკვირვებული თვალებით შევსცქერი…ყველა წელამდე წყალშია შესული, მომღიმარი, მშვიდი სახეებით დგანან, ყვავილებით მორთულ კალათებს წყალში უშვებენ,  ხმადაბლა მღერიან ინდიელები, მე განცვიფრებული, დამუნჯებული ვდგავარ, არ ვიცი რა გავაკეთო, ამასობაში მდინარესთან დატოვებული ბავშვები მეხვევიან გარს….თეთრი მტრედებს აფრენენ ცისკენ….ხალხი ტრიალდება ჩემსკენ (ყველაფერი წამებში ხდება) და უცებ ვხედავ, კალათაში მწოლიარე, თეთრ კაბაში გამოწყობილ ბავშვს, რომელსაც ვეძებდი….

სახეზე მზის სხივები დასთამაშებს,ანგელოზს ჰგავს, აი ასეთს (ნახატზე) …მხოლოდ სძინავს…..

მაგრამ აქ ხდება საოცრება, იღვიძებს, მიცინის და ნელ-ნელა ზეცისკენ ადის, შეშინებული უკან ვდგავ ნაბიჯს, სულ მალე ვხედავ მის ქათქათა ფრთებს….გვტოვებს, კვლავ მიიწევს ზევით…მე დამუნჯებული ვდგავარ, ცრემლი  მსდის თვალზე და ვიღიმი, ყველა მე მიყურებს…ანგელოზი კი მეუბნება: ” ნუ ტირი, ყველაფერი კარგად არის და იქნება, ეს ამად არ ღირს, არ ღირს არაფერი შენს ცრემლებად”… სახეზე  ღიმილი მეყინება (ვერ ვხდები თუ რატომ მეუბნება ასე)   ….შევსცქერი,აი, ის საბოლოოდ უჩინარდება მზის სხივებში…..გონს მოვდივარ, თუმცა ვერ ვიაზრებ თუ რა მოხდა ამ წუთებში….მინდა ვკითხო ხალხს, მაგრამ როცა ვტრიალდები უკან, ვხვდები რომ სრულიად მარტო ვარ, ყველა გამქრალა, არავინ ჩემს ირგვლივ…მხოლოდ ჩანჩქერის ხმაური არღვევს იქაურ გამეფებულ სიმშვიდეს;

ვდგავარ წელამდე წყალში და ვცდილობ გავერკვე……..ეს რეალობაა თუ სიზმარი- სიზმარში;

Advertisements

ინსტიტუტიდან  მოვდიოდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ავტობუსი კონკასთან მდებარე გაჩერებაზე  გაჩერდა. ხალხი ბუზებივით ირეოდა,მაგრამ ამდენ ხალხში მაინც მარტო იდგა  ერთი, ღრმად მოხუცებული კაცი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. სანამ ხალხი ავიდა-ჩავიდა, მოხუცს კარგად დავაკვირდი (საერთოდ ვერ ვიტან ადამიანს რომ მიაშტერდებიან ხოლმე, მაგრამ ეს სულ სხვა “მიშტერება” იყო)…სათნო გარეგნობა ქონდა,მის სახეს კარგად ვხედავდი,ერთ ხელში დიდი, აშკარად მძიმე ჩანთა ეჭირა, მეორე ხელით კი ხელჯოხს დაყრდნობოდა,სუფთად ეცვა,თუმცა ძველმოდურად,როგორც მათი ხნისებს სჩვევიათ ხოლმე…ვუყურებდი და თან ვგრძნობდი ცრემლები როგორ მომადგა თვალზე, ცოტაც და ბღავილს დავიწყებდი 🙂  ….იდგა ასე მარტოდ, ელოდა ტრანსპორტს, შეიძლება საერთოდ, არც არავინ ყავდა,იყო ეული, ან ყავდა,მაგრამ ყურადგებას მოკლებული, (როცა მარტო ხარ, აღარც სიცოცხლე გინდა)  ჩემი გონების მიხვეულ-მოხვეულებში ამოტივტივდა ფიქრი: “ისიც ხომ ადამიანია, მასაც ჰქონდა ბავშვობა (შეიძლება ლაღი არა,მაგრამ მაინც ),  ბავშვური გატაცებები,ოცნებები,უხაროდა ბავშვურად…..  უყვარდა მეგობრები,მათთან ყოფნა,მოლხენა, თავს იწონებდა  გოგონებთან და პირიქით, ცხოვრობდა და იდგა მყარად, (შეიძლება არც კი),მაგრამ ემჩნეოდა რომ ახლა მყარად აღარ/ვეღარ იდგა, ჯოხს დაყრდნობოდა…ცხოვრებისეულმა ყოფამ თუ არა ახლა სიბერემ დალია…..გონებაში კიდევ მარავალმა აზრმა გამირბინა წამის მეასედებში…..რა არის ეს ცხოვრება, ჩვენც  იგივე გველის, ვფიქრობდი  კვლავ და უნებურად გონებაში  ეს ყველაფერი ლექსად ამოტივტივდა….სწრაფად  ამოვიღე ჩანთიდან ფურცელი, “პასტა” და ჩავიწერე:

“როდესაც შეხედავ მოხუცს,ფიქრობ რომ იგივე გელის,

ვერ გაექცევი ვერსად შემდგომ წლებს, ვერა…ვერსით;

მიაღწევ ისეთ ასაკს, ნაოჭები რომ გშვენის,

გაგახსენდება,ერთ დროს როგორ გიკრთოდა მკერდი ;

წლები თავისას შვება და ვერ პოულობ შვებას,

გული “ჩერდება”  თითქოს, თუმც  წლები თვისას ითხოვს,

გული ბავშვურად ძგერს,გინდა გაჩერდეს დღე,

თითქოს ვეღარ ძლებ მეტს;

სახეზე სიბერე ჩნდება, ნაოჭი-ნაოჭს ემატება,

სახეს თითქოს ეშხიც ეკარგება…

მაგრამ სულ სხვა “სილამაზე”  დგება…”

მიყვარს ხნიერ ხალხთან  ურთიერთობა, ბევრ საინტერესოს გაიგებ, ასეთს თუ  ისეთს,ცხოვრებისეულს….იხსენებენ  ხოლმე თავიანთ განვლილ ყოფას და რომ ეტყვი კი მაგრამ,წინ კიდევ  გაქვთ ცხოვრება, გეტყვიან: “ჩვენ უკვე მოვხუცდით, ჩვენ ჩვენი  გასაკეთებელი გავაკეთეთ, სანახავი  ვნახეთ,  ეს მოხუცები არავის ვჭირდებით (მე ასე არ მიმაჩნია), ახლა ახალგაზრდების დროა, თუმცა ჩვენც  ვიყავით ახალგაზრდები…. ნეტავ დაბრუნება შეიძლებოდეს…”

“გადახედავ შენს ცხოვრებას, წამოგივა ცრემლი ნაზად

და მოგივა თავში აზრად-დავიბადო ნეტავ “ახლად”….”

[ერთხელ ბებიამ (ძალიან მიყვარს ჩემი ბებია {მეორეც მიყვარდა და მიყვარს,თუმცა  პატარა ვიყავი როცა  გარდაიცვალა}, უმაგრესია, არა როგორც მხოლოდ ბებია, დედა,შვილი, და, მეგობარი, არამედ როგორც  საერთოდ- ადამიანი ) მითხრა, სამოცდაათის ვხვდები,გული კი ისევ ახალგაზრდული მაქვს…. არ ვიცი,  შეიძლება ხვალ აღარც ვიყო, თუმცა მინდა კიდევ მეტხანს  ვიცოცხლო ,მეტი გავაკეთო,  თქვენთან  ვიყო  და  დავტკბე თქვენი ყურებით…გული ამიჩუყდა ძალიან….]  (ჩემი ბებია არ გეგონოთ 🙂 მაინც რა ვიცი)

“გული ბავშურად ძგერს, წელს ემატება ….წელს

და ნაოჭიან სახეს პატივს სცემს ყველა…მეტს;

რამდენი რამე გავლიე და დამრჩა კიდევ რამდენი,

ეჰ, ნეტავ დრო გაჩერდეს და მოვასწრო კიდევ მეტი .

გარეგნულად რომ ვბერდებით, გული არა ბერდება,

ჩვენი სიბერე, ჩვენს სხეულს და არა გულს ეხება…”

მაგრამ სიბერე ბუნებრივია და გარდაუვალი, ნელი სვლაა იმ ქვეყნიერებასთან შესაკავშირებლად….

“ალბათ როგორც ოდესმე, თავის დროზე ხეც ხმება…

ჩვენი სიბერე ჩვენს სხეულს და არა სულს ეხება…”

ვიღაც  ახალგაზრდული სულით წავა თუ გულით, ნაადრევად თუ უბრალოდ სიბერით, დღეს თუ ხვალ… იმ ქვეყნად წასვლა არვის აგვცდება.

“მივცურავდი შუა ზღვაში,
მივყვებოდი მზის სხვივებს,
შორს მრჩებოდა ნაპირი,
მივაპობდი ტალღებს…. ბევრს;
თითქოს, ვიღაც, შორს სიღრმიდან,
ისე გულით მიხმობდა….
მივყვებოდი მზის სხივებს და თვალთ მიბნელდებოდა…..
მაგრამ ვგრძნობდი მის ხმას ახლოს,
ყურში ჩამჩურჩულებდა….
და მეც მასთან ახლოს…ახლოს, სიახლოვე მინდოდა…

[მივყვებოდი სხივებს და მზეც თითქოს, ჩემი გულისთვის, ჩასვლას არ ჩქარობდა..მაგრამ ხმა გაქრა, აღარ მესმოდა, შემეპარა ტანში ჟრჟოლვა, შუა ზღვაში სისხლი მეყინებოდა, იწყო ნელ-ნელა ცამ დაბნელება,მზეც ჩაესვენა,აჩქარდა ზღვის დინებაც… ]

“და მე ალბათ ფერმიხდილს,მიმატოვა თავს იმედმაც.
არც მზე,არც ხმა,არც დღე, არც სხვა…
არაფერი ჩემს ირგვლივ;
შუა ზღვაში…შორს, სიღრმეში,
გული რომ მიკვდებოდა,
უკვე ძლიერ გაყინული…
მივხვდი… მესიზმრებოდა”

{ესეც ჩემი სიზმარი 🙂  ლექსად ვაქციე}

უკვე ყველასათვის კარგადაა ცნობილი მუსიკალური პროექტი “ჯეოსტარი” _ეს ბრიტანული შოუს-ს, ლიცენზირებული ანალოგი თუ არა “ვარიანტი” მაინც არის.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას ვინც დაჯილდოებულია და დანამდვილებით იცის რომ აქვს მუსიკალური ნიჭი, არის მომავალი თუ არა დამწყები მომღერალი, მუსიკოსი ან ორივე ერთად (კარგი იქნება თუ ცეკვის და მოდზრაობის უნარიც ექნება);
ამა წლის შესარჩევ კასტინგზე მონაწილეობას იღებდა, როგორც ზემოთ ხსენებული ნიჭის მქონე ახალგაზრდები, ასევე ისეთებიც, რომელთაც აქამდე სჯეროდათ რომ შეეძლოთ “მღერა” და კარგი “ბგერაც”, თუმცა ჟიურის უარის შემდეგ, რიად გაკვირვებულნი, აღფრთოვანებულნი ხვდებოდნენ ამ გადაწყვეტილებას და თან კარგი ფრაზებით ამკობდნენ მათ.

მოკლედ, საკმაოდ ბევრმა მიიღო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საყვედურები, ოვაციები, მტკიცე “არა”-ები, თბილი სიტყვები ე.წ. “Judges”-გან (და პირიქითაც) თუმცა ამ ზღვა ხალხიდან, სამი ტურის განმავლობაში, მხოლოდ 14 აირჩია ჟიურიმ წესისამებრ. სამაგიეროდ,ის ვინც სმენის გამო ვერ მოხვდა პროექტში, მოხვდა კურიოზულ ვიდეოებში, ესეც ხომ საქმეა, თითქმის მთელმა საქართველომ ნახა 🙂
არჩეული 14 კონკურსანტი მალევე ჩაება “გეოსტარის ფერხულში” : რეპეტიციები, გადაღებები,ვოკალის გაკვეთილები…უკვე დაღლილი სახეები, ფანების ორომტრიალი და მათთან “პოტოსესიები” 🙂 ….

მინდა გითხრათ,რომ მე მხოლოდ ერთი საკონკურსო ორშაბათი მაქვს გამოტოვებული დარბაზში დასწრების მხრივ, საპატიო მიზეზით_ორშაბათი_2 ნოემბერი, (ამ დღეს დავიბადე ). ასე რომ შემიზლიალია გადმოგცეთ ჩემი თვალით ნანახი ვინც ვერ ან არ ესწრებოდა კონკურსს. 3 “აუთსაიდერ”-დან, მხოლოდ 2 გამოეთიშა პროექტს, და დარჩა 12 მონაწილე. ეს ტური არ ექვემდებარებოდა ჟიურის შეფასებას, მხოლოდ კონკურსანტების წარმოჩენა იყო მაყურებელთა წინაშე.
ამის შემდგომ, ყოველ ორშაბათს, ერტი მონაწილე ტოვებდა პროექტს, მაყურებელთა სმს-ის “წყალობით” (მხოლოდ ჯეოსელის აბონენტები).

ყოველი საკონკურსო დღე სავსე იყო თითოეული მონაწილის ქომაგებით, ასე რომ ოვაციები, შედძახილები და ტაში არ წყდებოდა, როგორც სიმღერის დასაწყისში, მომენტში და ბოლოს.

ასე მიჰყვა ორშაბათი ორშაბათს, მანამ სანამ 21 დეკემბრისთვის სცენაზე 3 ჯეოსტარელი არ დარჩა.
21 დეკემბერი : შეხვედრის ადგილი_ “ფილარმონია”… პროექტი _”ჯეოსტარი”-ი, დუეტების ტური,3 მონაწილე: დათუნა მგელადზე,ვაჟა მანია, ნოდიკო ტატიშვილი. “კაცთათეკა” . ერთი მონაწილე, შემდეგ მეორე, მესამე…..შედეგები ეკრანზე…დათუნას გულშემეტკივრთა სამწუხაროდ, სწორედ მან დატოვა კონკურსი. შესაბამისად 31 დეკემბერს, ფინალში შეხვდებიან ვაჟა და ნოდიკო. წინ კვირაზე მეტია, და კვლავ რეპეტიციები, ჩაწერები, ინტერვიუები, ვოკალის გაკვეთილები და ერთი სიტყვით დიდი შრომა.

და აი “ნანატრი კულმინაციის დღე”_31 დეკემბერი..”დღეს დიდი დღეა დიდი” თან ახალი წელი, ორმაგად სასიხარულო და აღსანიშნი მათთვის, ვისი ფავორიტიც გაიმარჯვებს.

შეივსო ხალხით “მუზასთან” არსებული ტერიტორია, “შეიარაგებული” ქომაგები სპეციალური მაისურებით, “პოსტერ”-ით და “ჩვენ გვიყვარს ვაჟა და ნოდიკო”-ს შედახილებით მივიწევთ დარბაზისკენ და ვიკავებთ კუთვნილ ადგილებს…. ცოტა ხანში დუტაც გამოჩნდა სცენაზე, შეგვახსენა ბენდის და ჯიურის შემადგენლობა და “ფინალი_ჟეოსტარი 2009 დაიწყო”… გულშემატკივრებს გააქტიურებისკენ მოგვიწოდა, (თუმცა არც გვაკლდა) და სიტყვით ანანოსთან გადავიდა, რომელიც “თიბისი ბანკის” ოთახში ვაჟასთან და ნოდიკოსთან ერთად იმყოფებოდა.

პირველი კონკურსანტი ნოდიკო, შესაბამისად მას ვაჟა მოჰყვა, შემდგომ ისევ ნოდიკო და კვლავ ვაჟა, ბოლოს კი დუეტი, მერწმუნეთ დარბაზი დაინგრა, რომც დავწერო ის რეაქცია რაც იქ მყოფ ხალხს ჰქონდა მაინც “ვერ დაინახავთ ” http://www.youtube.com/watch?v=tHe7E6AYNQ8

მე როგორც ვაჟას გულშემატკივარი (ვაჟა ჩემი ყოფილი კლასელი და მეგობარია, ასე რომც არ ყოფილიყო მაინც ვაჟასკენ ვიქნებოდი, რადგან მიყვარს ინდივიდუალური და განსხვავებული სტილის მუსიკოს-შემსრულებლები ) მის ფანებთან ერთად ვიჯექი, არ დამიკლია არც სტვენა და არც ყვირილი….ისე კარგი მოსასმენი იყო 2 განსხვავებული მუსიკალური სტილის მქონე მონაწილის დუეტში ხილვა, ეს იყო ნაზავი “ჯაზზ-პოპ”-ისა.
შედეგების გამოცხადების დროც დადგა, სცენაზე დანარჩენი 12 მონაწილეც იდგა.


ამ დაძაბულ მომენში ჩემი გული ამოვარდნას იყო (არა მარტო ჩემი ) აი, დუტაც ამბობს 264 954 ხმა; და ვის აქვს მეტი პროცენტი? ვინ იზეიმებს დგეს?_ყველას ეს კითხვა ებადება თავში. და შედეგები ეკრანზე…ჯეოსტარი 2009 გახდა ნოდიკო ტატიშვილი….ჩვენდა სამწუხაროდ. უცებ ვიგრძენი რომ სისხლი ამიდუღდა, იმის მიუხედავად რომ გულით ვგრძნობდით ვაჟას მეორე ადგილზე გასვლას, თუმცა იმ გულების სიღრმეში გვსურდა აფხაზეთის გამარჯვება….მაგრამ როგორც ამბობენ, მოგება და წაგება ძმები არიანო (ასეა ნეტავ მართლა? ) მეორე ადგილზე გასვლას ჩემი ცრემლებიც მოჰყვა, თუმცა მერე რომ დავფიქრდი არ ღირდა ამად,მითუმეტეს ნოდიკოს ფანების გულის გასახარად. მშვენიერი პრიზები თუ არა კარგები მაინც გაიცა….ვაჟა ყველაზე ძალიან იმით იყო გახარებული რომ ელ ჯეროს-ს კონცერტს დაესწრება და შემდგომ პირადად გაიცნობს (იქნებ რა თვალზე შეხედოს მისი სტილის მუსიკოს შემსრულებელს და მის ფან- ვაჟას ) ისე მე თუ მკითხავთ ვაჟას ურფო აქვს პერსპექტივა მსოფლიო დონის მომგერალი გახდეს თავისი მუსიკალური სტილით და ინდივიდუალურობით, ვიდრე ზოგადად “პაპსა” მომღერლებს რომლებიც თბილის ვერა და ვერ გაცდნენ.

გულშემატკივრები გამოსასვლელში ველოდით ჩვენს “ვარსკვალვებს”, იყო ერთი ამბავი, დიდი ხანი კი მოგვიწია ლოდინი, გავიყინეთ, თუმცა მაინც კარგ ხასიათზე ვიყავით ყველაფრის მიუხედავად….”როგორც იქნა გამოჩნდა ნოდიკო (მე რა მიხარია? რა და მალე ვაჟაც გამოვა) ….და აი ვაჟაც გამოჩნდა “ჰორიზონტზე”,გადავეხვიეთ,

ყველამ წამებში გავუზიარეთ აზრები….ის რომ ჩვენთვის პირველი იყო, არის და იქნება ეს მრავალჯერ მოსმენილი ჰქონდა.

მოკლედ, დიდი მომავლის იმედებით, განსხვავებული შეგრდზნებებით და ყვირილით: “მოწყენილი სახეები, დღეს არ იქნება”-თი გავემართეთ ხალი წლის შესახვედრად.

ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ ჯეოსტარის ვიდეოები : http://rustavi2.com/geostar2009/

P.S. ”ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყოველ ორშაბათს ჯეოსტარზე მივდივარ,მაგრამ უკვე….. ” Finita La Geo Star” 🙂