როდესაც შეხედავ მოხუცს,

ფიქრობ,რომ იგივე გელის.

ვერ გაექცევი ვერსად შემდგომ წლებს, ვერა,ვერსით;

მიაღწევ ისეთ ასაკს,ნაოჭები რომ გშვენის,

გაგახსენდება, ერთ დროს როგორ გიკრთოდა მკერდი;

წლები თავისას შვება, და ვერ პოულობ შვებას,

გული “ჩერდება” თითქოს, და წლები თვისას ითხოვს,

გული ბავშვურად ძგერს, გინდა გაჩერდეს დღე, თითქოს ვეღარ ძლებ მეტს;

სახეზე სიბერე ჩნდება, ნაოჭი ნაოჭს ემატება,

სახეს, თითქოს, ეშხიც ეკარგება,

მაგრამ სულ სხვა სილამაზე  ჩნდება;

გადახედავ შენს ცხოვრებას,

წამოგივა ცრემლი ნაზად,

გაიფიქრებ ამას აზრად:

“დავიბადო ნეტავ ახლად…”

გული ბავშვურად ძგერს,

წელს ემატება…წელს,

და ნაოჭიან სახეს, პატივს სცემს, ყველა მეტს….

“რამდენი რამე გავლიე, და დამრჩა კიდევ, რამდენი?!

ეჰ, ნეტავ დრო გაჩერდეს, და მოვასწრო კიდევ მეტი.

გარეგნულად რომ ვბერდებით, გული არა ბერდება,

ჩვენი სიბერე ჩვენ სხეულს და არა გულს ეხება;

ალბათ,როგორც ოდესმე, თავის დროზე ხეც ხმება,

თუმც სიბერე სხეულს და არა გულს ეხება;

 

WASP-2007 წ.