შენ თავთან მარტო რჩები, იწყებ ფიქრს, არეულ დარეულს, ერთი ფირქი ენაცვლება მეორეს, ერთად კი ათასს ქმნის, თავი გასკდება…გინდა მოუყვე ვინმეს რამე, გული გადაუშალო,უთხრა როგორ გენატრება და გაკლია გვედრით…არავინ არის გარშემო…ასე ხომ გულიც გასკდება…გგონია ყველაფერი ნორმალურად არის და თურმე… გეჩვენება ან შენ თავს აჯერებ რომ ასეა! ცდები ძლიერ, …გინდა ენდო სხვას…ვერც ენდობი…პრობლემა შენს თავშია, შენს ხედვაში? არც ეს იცი, არ გაინტერესებს…უსმენ მუსიკას რომელიც “მოსაწევივით” მოქმედებს შენზე…იჭრები შიგნით, გრძნობ თითოეულ ბგერას, უკან დაბრუნება გიჭირს….რაღაც არსება გკარნახობს დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა…ხელით მიგათრევს თითქოს,გინდა თვითმკვლელობა, თან არც…ფიქრობ შედეგებზე…დასკვნა ვერ გამოგაქვს…ცივსა და ცხელს შორის ხარ! თითქოს წყალში ხარ ჩაყვინთული, ამოსვლის დროს ვიღაც გიჭერს ფეხში, არ გიშვებს, შენ ბრძოლობ…
აი, ამ წუთას ის რომ აქ იყოს, გეტყოდა: მე აქ ვარ, ნურაფერზე იდარდებ,ამოგიყვანდა ამ “ჭაობიდან” და ჩაგიხუტებდა!….მაგრამ აქ არ არის, შენს გვედრით, ხმელეთზე… შორსაა, ძალიან შორს, არც კი იცი, იქნებ ცივა და ისიც ითხოვს შენსავით შველას,სითბოს? ამ კითხვით ისევ ცოდვაზე ფირქობ, ის ვერ მოდის და შენ მიიჩქარი…თუმცა ჩერდები, გონება გინათდება…..კვლავ ფიქრობ,ის შენს გულშია,მთელ გულში,ის ერთია შენთვის, ის არის ყველაფერი: იმედი, სინათლე,სიცოცხლე და მთელი უკვდავი სიყვარული, ვერავინ წაგართმევს,ის ხომ იქ დარჩება მარად! გაიძახი: “ის ჩემია,მე მიყვარს,მისთვის უნდა ვიცოცხლო”….და მთლიანად ფხიზლდები!

Advertisements