* შებინდებისას ზღვაზე ბობოქარი ტალღები თავისი თეთრი ქაფით, ოკეანეში მოცურავე აიზბერგებს გავდნენ.

*გავყურებდი ზღვას ნაპირიდან….თანდათან ღრუბელი მოაწვა ცას და როცა მზე საერთოდ დაჩრდილა ჰორიზონტზე გამოჩნდა თეთრი შენობები, ღრუბლებიდან “გამოპარული” მზის სხივები დანათებდა და საოცრად ლამაზ სურათს ქმნიდნენ….ალბათ იქითა ნაპირზეც იჯდა ვინმე ჩემსავით და ფიქრობდა აქაურობაზე.

* “რკინის ჯართი” მოაპობდა ტალღებს და თავის თავს ირეკლავდა მღელვარე წყალზე…მოადგა ნაპირს და გადმოუშვეს ღუზა…” დააბეს” თითქოს სადმე “გაიქცეოდა”.

*ჰორიზონტზე გავიხედე, შავი ბუღი იდგა…ისეთი თითქოს ვულკანმა ამოხეთქაო…სიშავე აშკარად ლამაზად ერწყმოდა ცისფერ ცას…თუმცა იქ რა ხდებოდა არ ვიცი.

* ფაშა ლიმანში ვიყავი…ეზოში ბოძზე იმხელა თურქეთის დროშა ეკიდა, ნიავმა რომ დაუბერა, სახეში “სილა გამაწნა” :დ

Advertisements