” წვიმს გარეთ ძლიერ…
წვეთები ეცემა სახურავს ისე,
შიშისგან ოთახში ბჟუტავს ნათურა;

ეცემა წვეთები დაბზარულ მინებს,

მიგრილებს გარეთ გაყოფილ თითებს;

 

ყოველი წვეთის ხმაური მესმის,

განვიცდი ტანში მე ძლიერ ჟრჟოლვას…

მიყუჩებული გუბენი გარეთ

ათამაშდა და ბორგავს;

 

შემომეპარა მე ჩემს ოთახში

წვეთები წვიმის- სადღაც ბზარიდან

და გაიკვალა გზა უნებურად,

ვერ გამოვედი ჩემი აზრიდან;

 

და დაუშინა უფრო ძლიერად,

გამოიწვია ხმაური მეტად;

 

[წვიმის რიტმული ხმა არღვევდა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს…]

WASP ..06/05/2009

Advertisements