არ ვიცი როგორი შესავალი გავაკეთო…უბრალოდ გეტყვით რომ მძაფრი სიზმრების ნახვით გამოვირჩევი….ყოველთვის უცნაურ სიზმრებს ვხედავ, ზოგიერთი კარგად მამახსოვრდება, (ერთი და იგივე სიზმარი ბევრჯერ მინახავს), ზოგიერთი კი ისე გაფრინდება გონებიდან, ვითომ არც არაფერი ყოფილა…არადა რაღაც მომენტებს იხსენებ,სულ მის უცანაურობაზე ფიქრობ, ცდილობ აუხსნა შენს თავს თუ რას ნიშნავდა, ან თუ ახდება…ან უბრალოდ რატომ ხედავ ასე ხშირად მსგავი შინაარსის სიზმრებს,რატომ გეღვიძება გაოფლილს,რატომ ხდება როცა წამოხტები უცებ და იტყვი: “რა იყო ეს, რა მოხდა? გარკვევას ცდილობ, მერე კი დაძინებაც გიჭირს….ბევრჯერ მომსვლია ასე,ეს ალბათ ადამიანზეა დამოკიდებული, მის გრძნობებზე, მის სულიერ სამყაროზე….ამბობენ ვისაც ცხოვრება მოწერიგებული აქვს, ის კარგ სიზმრებს ხედავსო…..მაგრამ მეეჭვება დღევანდელ დროში ვინმეს მოწესრიგებული ცხოვრება ჰქონდეს…თუმცა ეს სხვა თემაა;

ამ პოსტის დაწერის მიზეზი კვლავ ჩემი ამოუხსნელი სიზმარია,ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო…უბრალოდ ვერაფრით გავარკვიე, თუ რას უნდა ნიშნავდეს, შეიძლება არც არაფერს, მაგრამ….

მიჭირს დაწყება, 🙂 კარგით, რაც არის არის……

წარმოიდგინეთ ადგილი შემოდგომის ფერებში, დიდი ჩანჩქერი    

…. ინდიელთა ტომი, თავიანთი ნავებით (რა საოცრებაა) , იქვე  თეთრკანიანები:  2  ქალი(ერთი მე), 4 მამაკაცი და 5 ქერათმიანი  პატარა ბავშვი, რომელთაც თეთრი ფუშფუშა კაბები  აცვიათ (ისე ვწერ, როგორც მართლა ვნახე) ….

მე ბავშვებს ვეთამაშები..ყველა რაღაცით ირთობს თავს..2 კაცი  ინდიელებს ელაპარაკება (რა ენაზე არ ვიცი)…ინდიელთა ბავშვები წყალში ჭყუმპალაობენ, ჟრიამულია,ცოტა ხანში მე და პატარებიც ვბაძავთ მათ….შემდეგ შორს მივყვებით მდინარის ნაპირს….თან ვტკბებით ბუნების სილამაზით….ჩანჩქერის გამაყრუებელ ხმაურს ჩვენი ხმაურიც უერთდება…..

(მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან უცანაურად მეჩვენება) …..გარკვეული დროის შემდეგ,  ვტოვებ  მდინარის ნაპირში მოთამაშე ბავშვებს  და უფროსებისკენ ვინაცვლებ….თუმცა, გზაში რაღაც გაუგებარი გრძნობა მეუფლება და გავრბივარ უკან  პატარებისკენ…..ისინი წელამდე არიან შესულნი წყალში, იცინიან და ვიღაცას უყვირიან : “ნუ იმალები, ამოდი, სად წახვედი? ” მე გაკვირვებული სახით შევცქერი და ვერ გამიგია,თუ რა ხდება….ბავშვებს სახის გამომეტყველება ეცვალებათ ცოტა ხანში, ტირილს იწყებენ….მე წყალში ვხტები უცბად,რადგან გვიან  ვამჩნევ რომ ყველაზე პატარა აღარ არის მათთან….ღრმად ჩავდივარ წყალში, თითქმის ფსკერამდე,ვეძებ თვალებით მის  სხეულს, ისევ ამოვდივარ, და ვყვირი  სახელს…დიდხანს ვეძებ,თუმცა უშედეგოდ….ბავშვები შეშინებულნი დგანან ნაპირთან, ტირიან,არ იციან რა გააკეთონ….მე  გავრბივარ ხალხისკენ,  ვყვირი ხმამაღლა, დახმარებას ვითხოვ….ჩანჩქერთან მისულს კი სულ სხვა სურათი მხვდება, ისეთი რომ ვჩუმდები და გაკვირვებული თვალებით შევსცქერი…ყველა წელამდე წყალშია შესული, მომღიმარი, მშვიდი სახეებით დგანან, ყვავილებით მორთულ კალათებს წყალში უშვებენ,  ხმადაბლა მღერიან ინდიელები, მე განცვიფრებული, დამუნჯებული ვდგავარ, არ ვიცი რა გავაკეთო, ამასობაში მდინარესთან დატოვებული ბავშვები მეხვევიან გარს….თეთრი მტრედებს აფრენენ ცისკენ….ხალხი ტრიალდება ჩემსკენ (ყველაფერი წამებში ხდება) და უცებ ვხედავ, კალათაში მწოლიარე, თეთრ კაბაში გამოწყობილ ბავშვს, რომელსაც ვეძებდი….

სახეზე მზის სხივები დასთამაშებს,ანგელოზს ჰგავს, აი ასეთს (ნახატზე) …მხოლოდ სძინავს…..

მაგრამ აქ ხდება საოცრება, იღვიძებს, მიცინის და ნელ-ნელა ზეცისკენ ადის, შეშინებული უკან ვდგავ ნაბიჯს, სულ მალე ვხედავ მის ქათქათა ფრთებს….გვტოვებს, კვლავ მიიწევს ზევით…მე დამუნჯებული ვდგავარ, ცრემლი  მსდის თვალზე და ვიღიმი, ყველა მე მიყურებს…ანგელოზი კი მეუბნება: ” ნუ ტირი, ყველაფერი კარგად არის და იქნება, ეს ამად არ ღირს, არ ღირს არაფერი შენს ცრემლებად”… სახეზე  ღიმილი მეყინება (ვერ ვხდები თუ რატომ მეუბნება ასე)   ….შევსცქერი,აი, ის საბოლოოდ უჩინარდება მზის სხივებში…..გონს მოვდივარ, თუმცა ვერ ვიაზრებ თუ რა მოხდა ამ წუთებში….მინდა ვკითხო ხალხს, მაგრამ როცა ვტრიალდები უკან, ვხვდები რომ სრულიად მარტო ვარ, ყველა გამქრალა, არავინ ჩემს ირგვლივ…მხოლოდ ჩანჩქერის ხმაური არღვევს იქაურ გამეფებულ სიმშვიდეს;

ვდგავარ წელამდე წყალში და ვცდილობ გავერკვე……..ეს რეალობაა თუ სიზმარი- სიზმარში;

Advertisements