ყველაფერი ასე დაიწყო. 1847 წელს 18 წლის ლოებსტრაუსმა (1829-1902), ბავარიელი ებრაელი ვაჭრის შვილმა,გერმანია დატოვა,რათა თავის ძმებს შეერთებოდა,რომელთაც New York-ში ნაჭრების მაღაზია ჰქონდათ გახსნილი. ერთი წლის განმავლობაში მან კარგად შეისწავლა ეს საქმე, გადაიკეთა სახელი, გახდა ლივაი (Levi) და კენტუკის შტატში გახსნა მაღაზია. 20 წლის განმავლობაში მან გააფართოვა საკუთარი ბიზნესი და თითქმის ემერიკის მთელ დასავლეთში ვაჭრობდა. მალე სტრაუსმა რესპექტაბელური ბიზნესმენისა და ქველმოქმედის სახელი მოიხვეჭა. 1848 წელს კალიფორნიაში აღმოაჩინეს ოქრო და მაშინ დაიწყო ე.წ. “ოქროს ციებ-ცხელება”, რომელიც რამდენიმე ათეული წელიწადს გაგრძელდა. თავისი ბიზნესის ადგილმდებაროება ლივაიმ ზუსტად გათვალა,რადგან ათასობით ოქროს მაძიებელს სჭირდებოდა გამძლე ნაჭრები კარვებისათვის,ტანსაცმლისა და სხვა საჭიროებისათვის.
ლივაის ერთ-ერთი მუშტარი იყო მღებავი ჯეიჯობ დეივისი, ლატვიელი ემიგრანტი,რომელიც ნევადაში ცხოვრობდა და რეგულარულად ყიდულობდა ნაჭრებს Levi’s კომპანიაში.

ჯეიკობის ერთ-ერთი კლიენტი დღენიადაგ წუწუნებდა,რომ შარვლის ჯიბეები ეხეოდა,მან ისე მოაბეზრა თავი მკერავს,რომ დეივისმა გადაწყვიტა, ჯიბეები რკინის მოქლონებით დაემაგრებინა. სრულიად მოულოდნელად ასეთი შარვალი ყველას მოეწონა,განსაკუთრებით კი მაღაროელებს. (ეს ხდება 1872 წელს). მოქლონებიანი შარვალი ისეთი პოპულარული გახდა,რომ ჯეიკობსმა გადაწყვიტა დაეპატენტებინა ეს იდეა,მაგრამ საბუთების გასაფორმებლად 68 დოლარი არ აღმოაჩნდა,ამიტომ სასწარაფოდ წერილი გაუგზავნა ლივაი სტრაუსს. ეს უკანასკნელი შორსმჭვრეტელი ბიზნესმენი მაშინვე მიხვდა,რომ წააწყდა “ოქროს საბადოს” და დათანხმდა.
1873 წლის 20 მაისს მათ მიიღეს პატენტი # 139 121 და ეს დღე ითვლება ჯინსის დაბადების დღედ. ამ თარიღიდან იწყება მისი ტრიუმფალური სვლა მთელს მსოფლიოში. სტრაუსი ვეღარ აუდიოდა შეკვეთებს,ამიტომ მისწერა თავის ძმებს,რათა გამოეგზავნათ უფრო მეტი ნაჭრები. მათაც არ დააყოვნეს და გამოუგზავნეს ფრანგული ბამბის ქსოვილის ნაჭრები,რომელსაც ერქვა Serge de Nimes, იმ ქალაქის სახელწოდების მიხედვით,სადაც ის მზადდებოდა. კალიფორნიაში კი მაშინვე შეამოკლეს სახელწოდება და გახდა Denim და ასე “მონათლეს” ეს შარვლები, თუმცა სტრაუსი თავის პროდუქტს უბრალოდ “Waist Overalls” უწოდებდა. ახალი შარვლისათვის იგი იყენებდა სხვა ქსოვილებსაც, რომელსაც ერქვა “Genes”, ეს სიტყვა წარმოქმნილია ქალაქ გენუას სახელიდან, მაგრამ ამერიკაში ის გადაიქცა “Jeans”, თუმცა ამ სახელით Levi’s პროდუქცია მოგვიანებით გახდა ცნობილი.
1880 წლიდან სტრაუსი ჯინსისთვის ნაჭრებს უკვე ამერიკაში, “ნიუ ჰემფშირ”-ში ყიდულობდა.თავიდან ‘Levi’s’ ყავისფერი ნაჭრისაგან იკერებოდა,მაგრამ სტრაუსი მიხვდა,რომ ლურჯი ფერის შარვალი უფრო კარგად გაიყიდებოდა. იდეამ გაამართლა. პირველ ჯინსს,მხოლოდ ერთი უკანა ჯიბე (წყვილი ჯიბე 1900 წლისათვის მიაკერეს), საათის ჯიბე და საბეჭურის ღილები ჰქონდა. 1886 წლიდან შარვალს გარედან მიაკერეს ტყავის იარლიყი,რომელზეც გამოსახული იყო_2 ცხენი საპირისპიროს მიმავალი,ჯინსის გახევას ლამობდა.
დაახლოებით 1890 წლისათვის კი ლივაის ჯინს ოფიციალური ნომერი 501 მიაკუთვნეს. უკანა მარჯვენა ჯიბეზე პატარა წითელი იარლიყი წარწერით “Levi’s” იმის მანიშნებელი იყო,რომ ტრადიციული 501 ჯინსი ღილებითაა, თუ იარლიყი სტაფილოსფერია,მაშინ შარვლას შესაკრავი “ელვა” აქვს.
იმ წლებში ჯინსი ერთი დოლარი და 46 ცენტი ღირდა.
ამ ცოტა ხნის წინ კი აშშ-ს ერთ-ერთ მაღაროში იპოვეს 1880-იან წლებში გამოშვებული ჯინსი,რომელიც აუქციონზე 30 ათას დოლარად გაიყიდა.

Advertisements