ვინსენტ ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად შრომობდა, მანამ სანამ ფსიქიკურად დაავადდა. საბოლოოდ ფსიქიკურმა აშლილობამ იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ცხოვრებაშივე ვან გოგმა ერთი ნამუშევარი გაყიდა. ეს იყო “წითელი ვენახი არლში”, რომელიც სიკვდილამდე  ცოტა ხნით ადრე გაყიდა,სულ რაღახ 400 ფრანკად; მან მთელი ცხოვრება საშინელ სიღარობეში გაატარა, მის საარსებო პირობებს მისი უმცროსი ძმა თეო უზრუნველყოფდა, მაგრამ მიუხედავად სიღარობისა იგი ბედნიერი იყო იმით რომ მთელ თავის ძალებს მხატვრობაში აქსოვდა.

“წითელი ვენახები არლში”

van-gogh-red-vineyard ვან გოგის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს იმპრესიონისტებმა. განსაკუთრებით კი ხელოვნების ამ მიმართულების ისეთმა წარმომადგენლებმა, როგორებიც იყვნენ ედუარდ მანე, ოგუსტ რენუარი და კამილ პისარო. მათი მიზანი იყო სალონური აკადემიზმის დაძლევა და ხელოვნებაში ყოველდღიურობის სილამაზის და ცოცხალი სინამდვილის დამკვიდრება. ღია ცის ქვეშ იმპრესიონისტებს საშუალება მისცა აესახათ ბუნება მთელი მისი რეალური სიცხოველით. სუფთა ფორმების ერთმანეთთან შერწყმით და ნათელი ფერადოვანი გამით მათ მიაღწიეს იმას,რომ მათი ნახატები ბევრად მოქნილი და ცოცხალი იყო.

ვან გოგის და მისი თანამედროვე მხატვრების_პოლ გოგენის, პოლ სეზანის, ჟორჟ სერას და ედგარ დეგას შემოქმედებას მოგვიანებით პოსტიმარესიონიზმი ეწოდა.

“ახალგაზრდობის წლები”

ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 23 მარტს ჰოლანდიის პატარა ქალაქ გროტზიუნდერში. მისი მამა იყო პროტესტანტი მღვდელი, ხოლო დედა_მხატვრების ოჯახის წარმომადგენელი.

16 წლის ასაკში მან დედის დახმარებით მუშაობა დაიწყო, სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად, ჰააგში. 1874 წელს იგი მიავლინეს ლონდონში,სადაც მას  შეუყვარდა სახლის მეპატრონის ქალიშვილი, სიყვარულმა გული აუცრუა სამსახურზე, რის გამოც დაითხოვეს და დააბრუნეს სახლში. 1876 წელს იგი ბრუნდება ინგლისში და ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში გადასახადების ამკრეფად  იწყებს მუშაობას, მაგრამ ხალხის სიღარიბის გამო მან უარი თქვა სამსახურზე.

იგი ბრუნდება სახლში და მამის მსგავსად მღვდელობას აპირებს, თუმცა მას უჭირს სწავლა. საბოლოოდ ის ქრისტიანობის მსახური ხდება და ღარიბებთან მუშაობს. 1878 წელს ბელგიის ქალაქ ბორინაჟში მიდის, სადაც ვან გოგი მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას გაიცნობს. იგი მთლიანად ჩაეფლობა თავის საქმეში, დაარიგებს მთელ თავის ქონებას და საცხოვრებლად პატარა დანგრეულ ქოხში გადავა. მადლობის სანაცვლოდ, 1880 წელს ვინსენტი სამსახურიდან დაითხოვეს.

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”

ვან გოგს დიდად არ უდარდია თავისი განთავისუფლების გამო. ამჯერად, მან მხატვრობის შესწავლა გადაწყვიტა და   ჰააგის და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიაში ისმენდა ლექციებს. 1885 წელს ის მიემგზავრება პარიზში და თავის ძმა თეოსთან ერთად მონმარტზე ბინავდება.

თავდაპირველად იპრესიონიზმა არ ჰპოვა ფართო გავრცელება პარიზში და ამ მიმდინარეობის ბევრი წარმომადგენელი იძილებული იყო დაეტოვებინა ქალაქი. თუმცა რჩებიან ისეთი შემოქმედები, როგორების იყვნენ სეზანი, ტულუზ ლოტრეკი და სერა. ვან გოგი დაუახლოვდა ასევე პოლ გოგენს.

“სიმთვრალის შეცდომა”

ვან გოგი ვერ მოერგო პარიზულ ცხოვრებას და დიდ დროს უთმობდა სმას. მან შეისწავლა იაპონური გრავიურა და პარიზიდან წასვლა გადაწყვიტა. 1888 წელს იგი გაემგზავრა პარიზის სამხრეთ პროვინციაში, არლში, მარსელის ახლოს მდებარე. მან ბევრი მეგობარი შეიძინა, ერთ-ერთი იყოს ფოსტის თანამშრომელი როულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას “ყვითელ სახლში”, ეს იყო ადგილი , სადაც იგი წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდა, ვან გოგი 16 საათი მუშაობდა, შედევრების უმრავლესობაც აქ შეიქმნა.

იგი ოცნებობდა ჩამოეყალიბებინა მხატვართა საზოგადოება და თვით გოგენიც დაიყოლია; 1888 წლის ოქტომბერში გოგენმა ჩამოაკითხა ვინსენტს, მაგრამ მათ შორის გაუგებრობა მოხდა და კამათის სემდეგ ისინი დაშორდნენ.

“შეშლილი”

მათი უთანხმოება ქრისტესშობის დღესასწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართებლით თავს დაესხა. გოგენმა თავს გაქცევით უშველა, ხოლო ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი  ვინსენტი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა. ამის სემდეგ მან სენ-რემის შეშლილთა თავშესაფარს მიაკითხა სამკურნალოდ. ამ პერიოდში 200 ნამუშევარი შექმნა, ხალხმა იგი შეშლილად აღიარა,მან ვეღარ გაუძლო და 1890 წელს გადასახლდა პარიზის ჩრ. დასავლეთით, მხატვართა ქალაქ ოვერ-სურუაზში, აქ ვან გოგმა პატარა კაფეს თავზე იქირავა ოთახები და დღედაღამ მუშაობდა.

“ფატალური გასროლა”

ასეთ  აქტიურ რეჟიმს მისმა ფსიქიკამ ვეღარ გაუძლო. 1890 წლის 27 ივლისს, კვირა დღეს, იგი ქალაქგარეთ გაემგზავრა და იარაღით მკერდში დაიჭრა თავი. დაჭრილმა მოახერხა სახლში დავრუნება, სადაც მთელი ღამე ჩიბუხის მოწევაში გაატარა. სამშაბათ დღეს, იგი გარდაიცვალა. იმ დროისთვის იგი 37 წლის უცნობი მხატვარი იყო. დღეისათვის კი XIX სკ-ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მხატვრად არის აღიარებული.

“შედევრები:”

“კარტოფილჭამიები”_1885 წელი _ვან გოგის მუზეუმი, ამსტერდამი

“მზესუმზირები”_1888 წელი_ნაციონალური გალერეა, ლონდონი

“ვარსკვლავებიანი ღამე”_1888 წელი_ორსეს მუზეუმი, პარიზი

“კვიპროსები ხორბლის მინდორში”_1889 წელი_ნაციონალური გალერეა, ლონდონი

“ავტოპორტრეტი”_1890 წელი_  Jeu de Paume, პარიზი

“კარტოფილჭამიები”

vangogh

“მზესუმზირები”

SueBond-19VanGoghSunflowers “ვარსკვალავებიანი ღამე”

van gogh - starry night over the rhone

van15 “კვიპროსები ხორბლის მინდორში”

“ავტოპორტრეტი”

self_portrait

Advertisements