1.  (ლათ. complexus-კავშირი ,შეხამება), ერთ მთლიანობად წარმოდგენილ საგანთა, მოვლენათა ან თვისებათა ერთობლიობა,შეხამება.

2.  კ ო მ პ ლ ე ქ ს ი (მათ.) _ კომბინატორული ტოპოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ცნება. ტოპოლოგიისათვის არსებითია  გეომეტრიული ფიგურების წარმოდგენა, უფრო ელემენტარულ ფიგურებად დაშლის საშუალებით. ყველაზე მარტივია გეომეტრიული ფიგურების შედგენა               ს ი მ პ ლ ე ქ ს ე ბ ი ს გ ა ნ,  ე.ი. სამგანზომილებიანი სივრცის შემთხვევაში – წერტილებისაგან, მონაკვეთებისაგან, სამკუთხედებისა და ტეტრაედებისაგან.

3. კ ო მ პ ლ ე ქ ს ი – ფსიქოლოგიაში, ზოგადად ცალკეული ფსიქიკური პროცესების განსაზღვრული გაერთიანება ერთ მთელში. კომპლექსში იგულისხმება ერთიან  აფექტთან დაკავშირებული სხვადასხვაგვარი ფსიქიკის ელემენტა ჯგუფი. ამ გაგებით კომპლექსი იქცა ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებად სიღრმის ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებაში. ზ. ფროიდის (ავსტრია) ფსიქოანალიზის თანახმად, იგი ყალიბდება არაცნობიერის სფეროში განდევნილ მისწრაფებათა ირგვლივ, იწვევს სხვადასხვა გადახრას ადამიანის მოქმედებაში, იგი ვლინდება მცდარი მოქმედების, ნევროზის, აკვიატებული წარმოდგენების სახით.

Advertisements