დავიბადე…უფროსწორად დავიბადეთ 1987 წლის 2 ნოემბერს თბილისში (ნუ დიდი მიღწევაა 😀 ) ხვდებით ალბათ,თუ რატომ ვიგულისხმე მრავლობითში, ამას სათაურიც მოწმობს….გავაგრძელებ თხრობას თქვენის ნებართვით 🙂 … ცოტა ნაადრევად მოგვიწია გარე სამყაროს გაცნობა… შვიდ თვემდე გავძელით მუცელში, მე – 1.470, ჩემი და -1.300 ,მთლიანობაში კი =2.770 ვიწონიდით. დედა გაყინულ ქათმებს გვადარებდა, ჩვენს დანახვაზე ხალხს გული  მისდიოდა, განსაკუთრებული რეაქცია მაინც ბაბუამ გამოავლინა, როცა ფანჯარასთან მისულს (პირველ სართულზე ვიყავით) დედამ ახლოს მწოლიარე ჩემი და დაანახა (მეორეა და შესაბამისად ჩემზე პატარა) კაცი კედელს მიეყრდნო ზურგით და ჩაიკეცა (დედის მონაყოლიდან) იყო თურმე მთელი ამბავი 🙂 ცხვირის მაგივრად 2 წერტილი გვემჩნეოდა მხოლოდ, საჭმელს ზონდებით გვაყლაპებდნენ,2 თვე დავყავით ინკუბატორში  …შემდეგ  ფილტვების ანთება გვქონდა, მოკლედ “პირველი ნაბიჯებიც” საავადმყოფოში გადავდგით, პატარები მაგიდის ქვეშ დავძვრებოდით და იყო ჩვენი ძებნა დღის განრიგში 🙂 გამოჯანმრთელების შემდეგ მივაშურეთ სახლისაკენ….ოთახისკენ სადაც ყველაფერი ერთნაირი და საერთო იყო, ხო მართლა, სახელებიც “სატყუპო” აგვირჩია დედის ბიძაშვილმა 🙂 “ნათია (მე) და ხატია” {არადა პირველად ხატია თურმე მე მერქვა,მაგრამ დედამ გადაგვარქვა,ამას ცალკე ისტორია აქვს 🙂 } მოკლედ ერთად გვეძინა,ერთად ვჭამდით,ერთდროულად გვინდებოდა ტირილი (თუმცა მჩხავანა კატები არ ვყოფილვართ 🙂 ) , სიცილი, ხელში აყვანა, ნუ აღარ დავკონკრეტდები კიდევ რა 🙂 ….ერთი თუ გაიღვიძებდა აღვიძებდა მეორეს, მეორე თუ ატირდებოდა ბანს აძლევდა პირველი და ა.შ. ერთად დაგვატარებდნენ სასეირნოდ ტყუპების ეტლით, დავყავდით ყველას და ყველგან სადაც კი შეიძლება ბავშვები წაიყვანო …მოკლედ, ვიყავით ერთად და ყოველთვის.

ასე გავიდა  დრო ბაღის პერიოდამდე…დედას რა თქმა უნდა ბღავილით გამოვეკიდეთ უკან პირველად,მაგრამ როგორც ამბობენ “დრო ყველაფრის მკურნალიაო” {ყველა შემთხვევაში ნეტავ? 😀 } … ყველას ვუყვარდით ბაღში, ორნი ვიყავით, თან ერთნაირები (თითქმის 🙂 ) ჭამის დროს პური პირველად, ჩვენს მაგიდასთან მოქონდათ, რადგან იცოდნენ “გარბუშკები” გვიყვარდა, სუპზე და მანი “ქაშაზე” ალერგია გვქონდა, ჩვენც ვმსახიობობდით ბავშვებთან “ვითომ ჭამით”, ყველა რომ გავიდოდა სათამაშოდ, ჩვენთან ხორციანი მაკარონი შემოქონდა მასწავლებელს  🙂 როცა ყველას ეძინა და ჩვენ არ გვინდოდა ძილი, ჩუმად გვაპარებდნენ ოთახიდან სათამაშოდ …. მე სისხლს ვუშრობდი ბავშვებს,ვუმალავდი თოჯინებს და დავარბენინებდი აქეთ-იქით….ერთხელ გაბრაზებულზე უნიტაზში სათამაშო ჩავჭედე და დარბოდნენ მასწავლებლები დატბორილ “ჭირის ოთახში” 🙂 ერთი-ორჯერ იმ ბავშვის მშობელიც იყო მოსული, რომელიც ვცემე (თავის ბრალი იყო და 😀 )….რაც შეეხება ჩემს დას-ხატიას, ის სულ სხვა იყო (ახლაც ასეა), ბუნებით უფრო მშვიდი,დინჯი,ნაზია…აბა ვინმეს რამე ეთქვა მისთვის ზედმეტად…ოჰოოოო (ეხლაც) ; მშობლებს ან ბებია-ბაბუას დავყავდით ბაღში თავიდან, ცოტა რომ წამოვიზარდეთ მარტონიც კი დავდიოდით ხელიხელჩაკიდებულნი, ჰორიზონტზე თუ  არ ჩანდა მომავალი მანქანა (სად იყო ასეთი მოძრაობა მაშინ, ახლა რომაა 🙂 )  მაშინ გადავდიოდით,რადგან ვიცოდით უკან დედა ან მამა ჩუმად მაინც მოგვყვებოდა 🙂

ესეც საახალწლო ზეიმის შემდგომი განწყობა,საჩუქრებია ნუ იტყვით 🙂

(ასე ხელგადახვეულები ვართ ყოველთვის) მიუხედავად მასწავლებლებისა და ბავშვების სიყვარულისა, არასდროს ცუდად არ გამოგვიყენებია მათი     კეთილგანწყობა    ჩვენდამი,ჩვენც ყველა გვიყვარდა და ვმეგობრობდით. ასე ხელჩაკიდებულნი შევედით პირველ კლასშიც, თითქმის 11 წელი  დავყავით ერთად, ერთ მერხზე  (თითქმის იმიტომ,რომ მერე იყო მაინც ადგილის გაცვლა-გამოცვლები 🙂 )   ……შემდეგ უნივერსიტეტშიც მივედით, არა ხელჩაკიდებულნი, თუმცა ერთად,…. ასე ვართ ჩასახვიდან ერთად, წამები,წუთები,საათები, დღეები,კვირები,თვეები და წლები, ჯამში 22 წელი 🙂  გვყავს ერთი სამეგობრო წრე, ცალ-ცალკე ყოფნა თუმცა არ გვიყვარს,მაგრამ გვიწევს,იქ სწავლა (უნი. არა) იქ მუშაობა… მიუხედავად იმისა რომ ხასიათებით თავიდანვე განვსხვავდებოდით, მსაგვსებაც იყო რა თქმა უნდა როგორც ტყუპებს ჩვევიათ…საერთო ახლაც ბევრი გვაქვს, ვავსებთ ერთმანეთს ძალიან, ჩვენი შინაგანი სამყაროს, მსოფლმხედველობის, განცდების,გრძნობების ფონზე (რა ჩამოვაყალიბე 😀 )  იყო ტყუპისცალი, ეს ისეთი განცდაა..თუ არ ხარ ტყუპი ალბათ ვერ მიხვდები,ვერ შეიგრძნობ ყოველივე ამას. პირადად მე, მეამაყება და მიხარია, რომ მერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, ჩემი ტყუპისცალი და (ჩემი ნაზი არსება,პრინცესა_ასე ვეძახი ხოლმე 🙂 )  როცა ერთად არ ვართ, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ გული გამიჩერდება, თითქოს ცალთვალა,ცალხელა, რაღაც გაყოფილი ხარ…მართლა ასეა…ხატიაც იგივეს გრძნობს ხოლმე (გამოტყდა იმ დღეს ), არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე, ჩასახვიდან,შემდეგ მუცელშიც, დაბადებიდან ერთად ვართ მუდამ…ეს დიდი რამაა ჩვენთვის,არ ვიცი ყველა ტყუპი თუ ასეა……ხატია ესპანეთში აპირებს სწავლის გაგრძელებას,მე ინგლისში (ჯერ გეგმებია..),გაგვიჭირდება ამდენ ხანს უერთმანეთოდ, თუმცა საბოლოოდ,მას თავისი მომავალი ცხოვრება აქვს, მე კი ჩემი…მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, ჩვენ ხომ დაბადებიდან ორნი ვართ.

Advertisements