“მე ლაზი ვარ!”
ეზოში (იზმირში ყოფნის დროს) ხილ-ბოსტნეულის მანქანა ჩამოდგა,ნურჰანმა მთხოვა გავყოლოდი. გამყიდველი 35 წლის, ახალგაზრდა კაცი იყო, მისი შრომისაგან დაძარღვული ხელები და მზისგან გაშავებული კანის ფონზე ცისფერი თვალები არ გამომპარვია…ბევრჯერ მინახავს მანამდეც, მაგრამ ახლა, რატომღაც ჩუმად,დიდხანს დავაკვირდი…ამ დაკვირვებაში ვიყავი,უცბად რომ მომიტრიალდა და მკითხა: “შენ შავი ზღვის მხრიდან ხარ ხომ?” (გამიკვირდა, საიდან მიხვდათქო), ნურჰანმა დამასწრო და უთხრა,რომ საქართველოდან ვიყავი. -კაცმა დააყოლა: “ნახეთ რა თვალები აქვსო”…გამეღიმა. -”მე ლაზი ვარ!” მითხრა მან და უცებ ვიგრძენი რომ გულში რაღაც ჩამაწვა მძიმედ,სისხლი გამეყინა ძარღვებში…გავიფიქრე გონებაში:”ეს ხომ ჩვენი ხალხია,ჩვენი მიწა წყალი,ჩვენი ფესვები”. კიდევაც ვუთხარი ეს ყველაფერი,ისიც დამეთანხმა…სამწუხაროა ის,რომ აღარ გვეკუთვნის არც მიწა,არც წყალი,არც ხალხი…თუმცა ეს ჩვენი წარსულია,მტკივნეული წარსული!
-
Recent
-
Links
-
Archives
- January 2012 (1)
- December 2011 (1)
- November 2011 (1)
- March 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (2)
- October 2010 (1)
- July 2010 (1)
- June 2010 (1)
- May 2010 (4)
- January 2010 (4)
- October 2009 (6)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS
