ქუჩაში რომ მიცნოთ
იმის მიუხედავად, რომ ფეხით სიარული მიყვარს და შემიძლია კილომეტრები წუწუნის გარეშე გავიარო, ქუჩაში მაინც იშვიათად დამინახავთ…მაგრამ თუ მაინც დამინახეთ ე.ი.
1. საქმეზე ვარ გამოსული
2. მშობლებმა გამომაგდეს სახლიდან “წადი ცოტა გული გადააყოლე”-ეს მიზნით
3. რაიმე განსაკუთრებული შემთხვევაა.
თუ მარტო დამინახეთ და სურათებიდან მიცანით, ნუ შეგეშინდებათ ჩემი სახის გამომეტყველების…რაზეც არ უნდა ვფიქრობდე ასეთი მკაცრი შეხედულება მაქვს, თუ მეგობრებთან ერთად ვარ,მაშინ ვმხიარულობ
![]()
ქუჩაში “კენტად” სიარულის დროს თავი დახრილი მაქვს და ჩქარა მივდივარ; ..თუ თქვენ ვერ მიცანით (იმის მიუხედავად რომ არაჩვეულებრივი ფოტო მეხსიერება მაქვს) მე საერთოდ ვერ გიცნობთ “თავდახრილი” მიზეზის გამო;
ვატარებ სათვალეს. ბავშვურ კომპლექსებს რა ვუთხარი,ეხლა არც უნდა მეკეთოს,ალბათ. (მეტკინა ცხვირი კაცო :დ)
თუ მაცვია კლასიკურად, ე.ი. პირველ შემთხვევას აქვს ადგილი, თუ “თავისუფლად” 2 და 3 შემთხვევები მძვინვარებს :დ
მნახავთ სად?…კონკრეტულად არსად…თუმცა ხალხმრავლობა და მზე არ მიყვარს, აი, ასეთ ადგილებს ვესწრაფვი.
ვმგზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუ არ მეჩქარება ფეხით სიარული მირჩევნია.
მოკლედ თუ დიდად მიცანით,შეგიძლიათ გამეცნოთ (თუ უკვე არ გიცნობთ)….იმის მიუხედავად,რომ ზოგ-ზოგიერთები “ყინულის დედოფალას” მეძახიან…..მალე დარწმუნდებით რომ ჩემი გული მთლად “სარკის ნამსხვრევებისაგან” არ შედგება
Kate Alukard-მა დამთაგა უჰჰჰჰჰ, იცით როდის? არ მახსოვს :დ ხოდა ახლა დავწერე
მაგრამ ვინ დავთაგო? მმმმმ..ვინ და ახლად განახლებული “ერთი წელი” http://www.1weli.wordpress.com
6 Comments »
Leave a Reply
-
Recent
-
Links
-
Archives
- January 2012 (1)
- December 2011 (1)
- November 2011 (1)
- March 2011 (1)
- February 2011 (1)
- January 2011 (2)
- October 2010 (1)
- July 2010 (1)
- June 2010 (1)
- May 2010 (4)
- January 2010 (4)
- October 2009 (6)
-
Categories
-
RSS
Entries RSS
Comments RSS

ნათი, შენი წყალობით საფიქრალი აღარ მაქვს რაზე დავწერო… თან მთელი დღე სახლშ მიწევს დღეს და…
საფიქრალი რატომ არ გაქვს…ვერ მივხვდი
რატომ და საწერი გამიჩინე
ხო …მეც ასე გამიჩინეს :დ
კარგი იყო
სურათსაც ვნახავ.ხოლო თუ სადმე გნახავ, მოვალ და გეტყვი:-იცი, მე შენს ბლოგს ვკითხულობ. ^^