Islandglocke's Blog

W @ $ P ==> კრაზანას ბუდე

ქუჩაში რომ მიცნოთ

იმის მიუხედავად, რომ ფეხით სიარული მიყვარს და შემიძლია კილომეტრები წუწუნის გარეშე გავიარო, ქუჩაში მაინც იშვიათად დამინახავთ…მაგრამ თუ მაინც დამინახეთ ე.ი.

1. საქმეზე ვარ გამოსული
2. მშობლებმა გამომაგდეს სახლიდან “წადი ცოტა გული გადააყოლე”-ეს მიზნით
3. რაიმე განსაკუთრებული შემთხვევაა.

თუ მარტო დამინახეთ და სურათებიდან მიცანით, ნუ შეგეშინდებათ ჩემი სახის გამომეტყველების…რაზეც არ უნდა ვფიქრობდე ასეთი მკაცრი შეხედულება მაქვს, თუ მეგობრებთან ერთად ვარ,მაშინ ვმხიარულობ :) ;)
ქუჩაში “კენტად” სიარულის დროს თავი დახრილი მაქვს და ჩქარა მივდივარ; ..თუ თქვენ ვერ მიცანით (იმის მიუხედავად რომ არაჩვეულებრივი ფოტო მეხსიერება მაქვს) მე საერთოდ ვერ გიცნობთ “თავდახრილი” მიზეზის გამო;

ვატარებ სათვალეს. ბავშვურ კომპლექსებს რა ვუთხარი,ეხლა არც უნდა მეკეთოს,ალბათ. (მეტკინა ცხვირი კაცო :დ)

თუ მაცვია კლასიკურად, ე.ი. პირველ შემთხვევას აქვს ადგილი, თუ “თავისუფლად” 2 და 3 შემთხვევები მძვინვარებს :დ

მნახავთ სად?…კონკრეტულად არსად…თუმცა ხალხმრავლობა და მზე არ მიყვარს, აი, ასეთ ადგილებს ვესწრაფვი.

ვმგზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუ არ მეჩქარება ფეხით სიარული მირჩევნია.

მოკლედ თუ დიდად მიცანით,შეგიძლიათ გამეცნოთ (თუ უკვე არ გიცნობთ)….იმის მიუხედავად,რომ ზოგ-ზოგიერთები “ყინულის დედოფალას” მეძახიან…..მალე დარწმუნდებით რომ ჩემი გული მთლად “სარკის ნამსხვრევებისაგან” არ შედგება :) ;)

Kate Alukard-მა დამთაგა უჰჰჰჰჰ, იცით როდის? არ მახსოვს :დ ხოდა ახლა დავწერე :) მაგრამ ვინ დავთაგო? მმმმმ..ვინ და ახლად განახლებული “ერთი წელი” http://www.1weli.wordpress.com

January 26, 2011 Posted by | Uncategorized | 6 Comments

5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს….

რა მიყვარს?…….მიყვარს ის,რაც მე მიყვარს  :D ;) …..ბევრი რამ მიყვარს,როგორც ყველას ან უმეტესობას…..თუმცა რადგან გიგამ ( http://poochka.wordpress.com/ ) დამთაგა და მხოლოდ 5 -ის ჩამოთვლის უფლება მაქვს,ისღა დამრჩენია დავემორჩილო წესს (როგორ არ მიყვარს ეს წესები :D )

 

1. “სიყვარულო ძალსა შენსა”

დიდხანს ვიფიქრე,ვიფიქრე და მივხვდი რომ ფიქრია, ის რაც ალბათ პირველი თუ არა….ნუ მაინც  მიყვარს;   შეიძლება გონებაში იფიქრო არა ერთზე, არამედ 10-ზე ერთად…ერთ ფიქრს შეენაცვლოს მეორე, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და ასე აისხას ფიქრთა უსასრულო კრიალოსანი….ფიქრის დროს მე პირადად ვისვენებ,მართალია ეს არ ეხება ყველა შემთხვევას, თუმცა ზოგადად ასეა და არ მიყვარს როცა ფიქრს ვიღაც ან რაღაც მაწყვეტინებს.

 

2.  [ნი-2]

რადგან მე-2-ე საფეხურს მივადექით, გეტყვით, რომ ციფრი 2 მიყვარს (13-ის შემდეგ)…. ალბათ, იმიტომ რომ, დავიბადეთ 2-ნი, 2 ნოემბერს,ყველაფერი გვქონდა 2-ი (ან არ გვქონდა), მორიელს წყლის 2 ნიშანი აქვს (ალბათ არსებობს რაღაც :) ), ზოგადად მე2-ე ცდაზე ყოველთვის მიმართლებს (მე2ე იმიტომ რომ,პირველზე ნაკლებად)…მართალია 2 ნოემბერს 2 წლის რომ გავხდი, არ მახსოვს…მაგრამ 2 ნოემბერს, 2-ნი, რომ 22 წლისანი გავხდით, შესანიშნავად მახსოვს; :)

3.  клевая тачка + სიჩქარე

მანქანები ასე ვთქვათ ჩემი სისუსტეა, განსაკუთრებით სპორტული მანქანები. მანქანის მართვა პირველად, დედამ  მასწავლა “სემსიოტკა” ე.წ. “BMW”-ზე…წარმოიდგინეთ საჭესთან არ ვჩანდი,მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის….მიყვარდა როცა მივაჭერდი “გაზის პედალს” ფეხს, მერე გადავრთავდი სიჩქარეებს და მანქანა მისრიალებდა (განსაკუთრებით კახეთის გზატკეცილზე :) )….მერე შევედი ავტო სკოლაში და ისე დავამხეცე “სავეცკი 06″ (სიჩქარეების გადართვის დროს კუნთები დამედო :D ), რომ მასწავლებელი მიყვიროდა :”ნათი, წითელი ინთება, სვლა შეანელე”.. (ვინ უსმენდა… თუმცა თავად ამუხრუჭებდა ხოლმე),გამოცდაზე კი ყურში ჩამჩურჩულა :”როგორც საუკეთესო მოსწავლე (არ ვაზვიადებ, ასე მითხრა მართლა) პირველი გახვალო,რაზეც დიდი უარი მოვახსენე და სულ ბოლო გავედი :D ….არა რა, მიყვარს ეს “რკინის ჯართი” …გერმანიაში ავტო გამოფენა რომ გაიმართა, რა თქმა უნდა ვუყურე ტელევიზორს ხამივით და ჟურნალისტის საუბრის მაგივრად ოჯახის წევრებს ჩემი კომენტარები ესმოდათ მხოლოდ….ახლაც იქ ვარ ჩარჩენილი…ჩემ საყვარელ FERRARI-ის და BMW-ს რომ დავადე თვალი ახლაც არ ამიღია,ან როგორ “ავიღო”? ორივე ისე “მიხმობდა” : მოდი ნათია, რახანია გელითო :D

4. რა მიყვარს? შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს,მაგრამ  სარეცხის გაფენა მიყვარს ძალიან :D   აი ,ჩემებურად : ფერი ფერთან,დიდები,პატარები…მოკლედ დახარისხებული ყველაფერი…..და რომ მოვრჩები, აუცილებლად უნდა შევხედო რეზულტატს….:D вот так! :)

 

5. ძალიან მიყვარს ფილმების ყურება…თუ დრო მაქვს შემიძლია 5 ფილმს ვუყურო ზედიზედ… მიყვარს დრამა,მისტიკა,დეტექტივი…და მარტო ყურება…თუ ვინმე ზის ჩემთან ერთად,ჩათვალეთ რომ ფილმს ვერ ვუყურებ….

 

სამწუხაროა რომ მხოლოდ 5-ის უფლება მქონდა….რამდენი რამ დარჩა კიდევ დასაწერი…..დათაგვით კი   “ერთ წელს”  http://www.1weli.wordpress.com  ვთაგავ და იმედია ჩემსავით თითქმის ერთი წლის დაგვიანებით არ დაწერს :)

 

 

January 26, 2011 Posted by | Uncategorized | 5 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.